პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ თბილისელებისთვის რეგისტრაცია პირველი ნოემბრიდან დაიწყება
ახალი პროფესიის შეძენით დაინტერესებულ თბილისელებს სწავლას თბილისის მერია დაუფინანსებს. როგორც 27 ოქტომბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს სპეცპროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია პირველი ნოემრიდან შეეძლებათ.
პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას.
პროგრამაში რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ თბილისში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge.
პროგრამის მონაწილეებს სწავლა შეეძლებათ 4 პროფესიულ კოლეჯში: იკაროსი, მერმისი, სპექტრი და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.
ცნობისთვის, პროგრამა 2018 წლიდან მოქმედებს და მასში 2018 – 2020 წლებში 4 500-ზე მეტი მოქალაქე იყო ჩართული.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ახალი სქემის დოკუმენტი – დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი by ARIS.GE-განათლება