GE

პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება

საქართველოს პროკურატურის სისტემაში კადრების მომზადება/გადამზადებისა და პროფესიული განვითარებისთვის 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 80 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი ტრენერ-ექსპერტების მომსახურებას და სასწავლო დაწესებულებების მხრიდან მომსახურების შეძენას გულისხმობს. შესაბამისი მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვისთვის უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

საქართველოს პროკურატურის სისტემაში კადრების მომზადება/გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი ახორციელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ცენტრის მთავარი მიზანია სისტემა უზრუნველყოს პროფესიონალი, მაღალი სტანდარტების მქონე, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კადრებით. მათი გადამზადებისთვის პროკურატურა სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, თუმცა გადამზადება პერიოდულად ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

„სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები ეტაპობრივად აცხადებენ სასწავლო კურსებს, რომლებიც რელევანტურია საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის. გარკვეული თემები, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სისტემის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლისთვის. ამ შემთხვევაში, საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოცხადებულ კურსზე გზავნის შესაბამის თანამშრომლებს და დამატებით რესურსს არ ხარჯავს ექსპერტის ადგილზე მოწვევისთვის“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური