GE

ქაღალდის თვითმფრინავი – სწავლა თამაშით

ფოტო: გურამ მურადოვი

გურამ მურადოვი

სწავლა თამაშით პროგრესული განათლების უმთავრესი პრინციპია, რაც, ფსიქოლოგებისა და განათლების მეცნიერებების სპეციალისტთა თვალსაზრისით, საუკეთესო საშუალებაა კოგნიტიური და სოციალური უნარების განსავითარებლად. სწორედ ამიტომ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შექმნა საბავშვო წიგნების ახალი სერია ქაღალდის თვითმფრინავი, რომელიც აერთიანებს წიგნებს სხვადასხვა სახალისო აქტივობით. ფაზლები, 3D კონსტრუქციები, გასაფერადებლები, სტიკერები – ეს არასრული ჩამონათვალიაიმ მრავალფეროვანი მასალისა, რაც ამ სერიის წიგნებს ახლავს თან. აღნიშნული აქტივობებით ბავშვებითამაშ-თამაშით, ხალისით განივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას, მეხსიერებას, კონცენტრაციისა და მოტორულ უნარ-ჩვევებს.

სწავლა თამაშით საუკეთესო საშუალებაა მასალის ხალისით, სწრაფად და ბავშვისთვის საინტერესო ფორმით ასათვისებლად. თამაში უფრო საინტერესოა მაშინ, როდესაც მასში რამდენიმე ადამიანიმონაწილეობს. სერია ქაღალდის თვითმფრინავი საშუალებას აძლევს მშობლებსა და უფროს და-ძმებს, დაეხმარონ ბავშვებს სამყაროს შეცნობაში; მათთან ერთად „ააშენონ“ ფერმა, ააწყონ ფაზლი, ჩააკრან სტიკერები, დაძლიონ ლაბირინთები, გააფერადონ ნახატები… უფროსებთან ერთად ახალი გამოცდილების მიღება ბავშვისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია – მშობლებთან და და-ძმებთან ერთად თამაში მას ლოგიკური, გამართული მეტყველების ჩამოყალიბებასა და სოციალიზაციაში

დაეხმარება. ფაზლისა თუ 3D კონსტრუქციის აწყობა მას როგორც მსჯელობისა და აზროვნების, ასევე ყურადღების დეტალებზე გამახვილებისა და კონცენტრაციის უნარებს განუვითარებს. ბავშვისთვის წიგნთან ურთიერთობაბევრად უფრო სახალისო და საინტერესო იქნება.

სერიაში შემავალი წიგნები, ასაკის შესაბამისად, სხვადასხვა საინტერესო თემას მოიცავს: პროფესიები, კოსმოსი, მითები და ლეგენდები, ცხოველთა სამყარო, ისტორია და ა.შ.  თემატური მრავალფეროვნება მშობლის არჩევანს მნიშვნელოვნად აფართოებს და საშუალებას აძლევს მას, წიგნი ბავშვის ინტერესებისა თუ გემოვნების შესაბამისად შეარჩიოს. სწორედ ამიტომ სერიის სლოგანია: მოდი, ვნახოთ ყველაფერი!

სერია ქაღალდის თვითმფრინავი 2018 წლის დასაწყისიდან არსებობს და აერთიანებს წიგნებს 3-13 წლის ბავშვებისთვის. მალე ამ სერიით 2 წლის პატარებისთვისაც გამოიცემა წიგნები. სერიის ყველა წიგნი და კომპონენტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მასალით.

საახალწლოდ, 25-31 დეკემბერს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიაში (თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 25)და წიგნის მაღაზიათა ქსელში სანტა ესპერანსაქაღალდის თვითმფრინავის ნებისმიერი წიგნის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით შეგეძლებათ.

სანტა ესპერანსას ფილიალები:

►თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12

►თბილისი, ანა კალანდაძის 4

►თბილისი, ვაჟა-ფშაველას 73

►თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 15

►თბილისის ზოოპარკი

►ქუთაისი, წმ. ნინოს 13

„ქაღალდის თვითმფრინავის“ სერიაში შემავალი თითოეული წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური