GE

ქალების როლი უსაფრთხოების სექტორში – საჯარო ლექცია ალტე უნივერსიტეტისგან

ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, შეხვედრების სერიის, “ის, ვინც გიზიარებს”, კიდევ ერთი სტუმარი უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის (RISS) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნათია სესკურია, იქნება.

შეხვედრის თემა: ქალების როლი უსაფრთხოების სექტორში

ნათია დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებული მკვლევარი და Chatham House-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას აქვს გამოცდილება როგორც პოლიტიკის დაგეგმვისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სიღრმისეულ ანალიზში. წარსულში, ნათიას აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში (MEI) შავი ზღის უსაფრთხოების საკითხებში მკვლევარის პოზიცია ეკავა. გარდა ამისა, იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თავდაცვის სამინისტროში. სხვადასხვა დროს, ნათია ასევე მუშაობდა ლონდონის The Sunday Times-ის რედაქტორთან მკვლევარად, RUSI-ის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დეპარტამენტში და პოლიტიკური რისკების მენეჯმენტის მიმართულებით, დამოუკიდებელ კონსულტანტად ლონდონში. ნათიას საკვლევი სფერო ფოკუსირებულია რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ, რუსეთის ურთიერთობებზე.

შეხვედრის თარიღი: 16 მარტი, 17:00 საათი
შეხვედრის ადგილი: ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ. #2

დარეგისტრირდი და გაიზიარე გამოცდილება.

სარეგისტრაციო ბმული

გაიგე მეტი

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური