GE

ქობულეთის ბაღების გაერთიანება კორონავირუსის გამოვლენის გამო დაიხურა

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყება დროებით დაიხურა. ინფიცირებულები არიან ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, იურისტი, ბუღალტერი და მეთოდისტი. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

”თავდაპირველად კოვიდი იურისტს დაუდასტურდა, შემდეგ სხვა თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ პისიარ ტესტირება. ორგანიზაციაში სულ 12 ადამიანია დასაქმებული” – ამბობს ია ხალვაში.

ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულთა ნაწილს კვლევები დღეს ჩაუტარდათ და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამას გარდა, კოვიდი დაუდგინდა ქობულეთის პირველ საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასის მოსწავლესაც.

როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ფაქტის შესახებ, აჭარის განათლების სამინისტროს უკვე აცნობეს. უახლოეს საათებში ელოდებიან ბრძანებას, კლასის დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მოსწავლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ოჯახის ერთ-ერთი წევრია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური