ქულის გასაჩივრებას 2024 წლის აბიტურიენტები 7 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ – დეტალები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე.
განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით. აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც მთელი ნაშრომის, ასევე კონკრეტულად იმ დავალების შეფასება, რომელსაც არ ეთანხმება.
აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).
დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადის შევსებასთან, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები, გასაჩივრების წესი, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- ცნობილია სად და როდის ჩატარდება გამოცდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას – ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყება by აბიტურიენტებისათვის