GE

ქუთაისის ერთერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ქუთაისის N41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. აღნიშნულის მიზეზი შენობაში არსებული გაზის მძაფრი სუნი გახდა.

შემთხვევის ადგილას იმყოფება საპატრულო პოლიცია. სკოლის მასწავლებლების განცხადებით, გაზის სუნი შენობაში დილიდან შეიმჩნეოდა.

წინასწარი ვერსიით, შესაძლოა, გაზის მძაფრი სკოლის გვერდით მდებარე მშენებარე კორპუსიდან მოდიოდეს.

სკოლის დირექციამ სასწავლო პროცესის ერთი დღით შეწყვეტის გადაწყვეტილება მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

news.ge

იხილეთ ორიგინალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური