GE

ქუთაისის უნივერსიტეტში მოეწყო ჩვენება დოკუმენტური ფილმის ,,შინდისის გმირები“

22 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში მოეწყო ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული კინორეჟისორის, პროდიუსერის, რუსთაველის თეატრის მსახიობისა და თავისუფალი კინოსტუდიის დირექტორის – ედმონდ მინაშვილის დოკუმენტური ფილმ ,,შინდისის გმირებ“-ის ჩვენება.

ფილმი მოგვითხრობს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, კონკრეტულად 11 აგვისტოს, გორის რაიონ სოფელ შინდისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, სადაც ჩასაფრებაში მოყოლილი სენაკის მეორე ქვეითი ქვედანაყოფის ჯარისკაცები გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. მუხანათურ ჩასაფრებას შეეწირა ჩვიდმეტი ქართველი მეომარი, ხუთი მძიმედ დაჭრილი კი ამავე სოფლის მკვიდრმა გადაარჩინა.

ფილმი რეალურ და ნამდვილ ფაქტებზეა აგებული – სანახავად რთული და დასაფიქრებელი. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაა – ტრაგიკულ და მძიმე მოვლენებზე დაფუძნებული.

“მადლობა ფილმის შემოქმედებით კოლექტივს სტუმრობისათვის და იმ დღეების კიდევ ერთხელ შეხსენებისათვის; რადგან არასოდეს დაგვავიწყდეს სამშობლოს შეწირული ბიჭები, რომლებიც უთანასწარო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ”, – ნათქვამია ქუთაისის უნივერსიტეტის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური