GE

რა მიზეზით ითხოვენ პარლამენტისგან 14 აპრილის „სახელმწიფო ენის დღედ“ გამოცხადებას – წერილი შალვა პაპუაშვილს

საქართველოს მოქალაქე რატი ფუტკარაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართა და ითხოვს, რომ 14 აპრილი სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადდეს. საკითხის განხილვა 26 აპრილს უკვე დაევალა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.

როგორც მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების თაობაზე წერილში ვკითხულობთ, დღევანდელი მდგომარეობით 14 აპრილი აღინიშნება როგორც „დედაენის დღე“ და ეს ტერმინი არ შეესაბამება იმ ისტორიულ მოვლენას, რომლის გამოც ვენი სახელმწიფო 14 აპრილს აღნიშნავს.

“1978 წლის 14 აპრილსხალხი ქუჩაში გამოვიდა არა დედაენის დასაცავად, არამედ სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად. გამომდინარე აქედან, 14 აპრილი არის და სამართლებრივადაც უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენის დღედ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რატი ფუტკარაძე.

ცვლილების ინიციატორი საკუთარ წერილს ურთავს ქართველოლოგის ტარიელ ფუტკარაძის წერილს “ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური