რა რეკომენდაციებს სთავაზობს ხარისხის ცენტრი უმაღლესებს სტუდენტთა ელექტრონული შეფასების მიზნით
საგანგებო მდგომარეობის გამო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების ტრადიციული ფორმიდან ელექტრონული სწავლების ფორმატზე გადავიდნენ და როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში მიიჩნევენ, ეს შესაძლოა მრავალი მათგანისთვის დიდი გამოწვევა იყოს, როგორც რესურსების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობის თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რაც მათ დაეხმარებათ შეინარჩუნონ სწავლის შედეგების შეფასების ხარისხი და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომები, ელექტრონული სწავლების ფორმატზე გადასვლის შემდეგ განხორციელებულ სტუდენტთა შეფასებებში.
ელექტრონული შეფასებების შემუშავების ძირითადი პრინციპები:
შეფასების ალტერნატიული მეთოდები უნდა იძლეოდეს სტუდენტების მიერ მიღწეული იგივე სწავლის შედეგების შეფასების შესაძლებლობას, რაც უნდა შეფასებულიყო სწავლების ტრადიციული ფორმების გამოყენების შემთხვევაში. დამატებით, ინსტიტუციებისათვის მნიშვნელოვანია შეფასების მეთოდების სამართლიანობისა და ხარისხის საკითხების გათვალისწინებაც. ელექტრონული სწავლებისათვის ალტერნატიული მეთოდების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები:
✓ შეფასების ალტერნატიული ფორმები უნდა ზომავდნენ სწავლის იგივე შედეგებს, რასაც შეფასების ტრადიციული ფორმები; შეფასების მეთოდების შემუშავება სწავლების ტრადიციული ფორმებიდან ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლისას
✓ შეფასების ალტერნატიული ფორმები სტუდენტებს სწავლის შედეგების დემონსტრირების საშუალებას უნდა აძლევდნენ;
✓ ალტერნატიული შეფასების მეთოდების გამოყენებაზე გადასვლისას შესაძლოა საჭირო გახდეს შეფასების რუბრიკებისა და სტუდენტებისათვის უკუკავშირის მიცემის ფორმატის მოდიფიცირება;
✓ ზემოელექტრონული დავალებების შესრულების დეტალური ინსტრუქციები (ფაილების ფორმატისა და დავალების ხელახლა წარდგენის შესაძლებლობის ჩათვლით);
✓ სტუდენტებმა უნდა იცოდნენ შეფასების ძირითადი კრიტერიუმების შესახებ და წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი შეფასების მეთოდებში განსახორციელებელი ყველა ცვლილებასთან დაკავშირებით;
✓ შეფასების ალტერნატიული საშუალებები უნდა იყოს სტუდენტის დატვირთვის ექვივალენტური და მათი შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტუდენტის დატვირთვის ხარისხი დავალების შესასრულებლად, დავალების შესრულების ხანგრძლივობა, სიტყვების რაოდენობა და ა.შ.;
✓ შეფასების მეთოდების ცვლილების პროცესში თანმიმდევრულობის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალის წევრების მიერ ცვლილებების ერთად განხილვა;
✓ სტუდენტებისათვის წინასწარ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ;
✓ გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი სტუდენტისათვის დავალებების ელექტრონულ რეჟიმში შესრულება შესაძლოა რთული იყოს, ამიტომ, მნიშველოვანია ამ სტუდენტების წინასწარ იდენტიფიცირება, მათთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენისათვის;
✓ სტუდენტების მიერ შესრულებული დავალებების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სწავლებისა და სწავლის განსხვავებული კონტექსტი, რომელშიც სტუდენტები აღმოჩნდნენ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო;
✓ საჭიროა ელექტრონულად შესრულებული დავალებების შენახვა;
აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის რისკების შემცირება ელექტრონულ შეფასებებში
აკადემიური კეთილსინდისრების პრინციპების დაცვისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დავალების დიზაინს და ალტერნატიული შეფასების მეთოდებს, ამისათვის შესაძლებელია:
დავალება გულისხმობდეს სტუდენტის მიერ რეფლექსიის მოხდენას კონკრეტულ თემაზე ან
მონაცემებზე;
შესაძლებელია გამოცდის ორგანიზება კონკრეტული დროის მონაკვეთში, ასევე დახურული
ტიპის შეკითხვების თანმიმდევრობისა და მათზე მოცემული პასუხის ვარიანტების
გადანაცვლება; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლაგიატის დადგენის პროგრამული
უზრუნველყოფის გამოყენება;
ინსტიტუციაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუდენტთა ინდივიდუალური შეფასებისა
და სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცულობა.
აუდიტორიაში ჩასატარებელი გამოცდების ჩანაცვლება
აუდიტორიაში ჩასატარებელი გამოცდების ალტერნატივებად ინსტიტუციებმა შესაძლოა განიხილონ სტუდენტების მიერ ესსეებისა ან ანგარიშების წარმოდგენა, რომელთა ატვირთვაც სასწავლო პროცესის მართვის შიდა პლატფორმებზეიქნება შესაძლებელი. ამ ესსეებისა და ანგარიშების მოთხოვნები უნდა იძლეოდეს გამოცდით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემოწმებისა და შეფასების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია სტუდენტებს მაქსიმალურად დიდი დრო მიეცეთ ამ ტიპის დავალებების შესასრულებლად. საბოლოო გამოცდების ამ სახით განხორციელება შესაძლოა უფრო მოსახერხებელიც კი იყოს ინსტიტუციისათვის, რადგან არ საჭიროებს გამოცების ცხრილის შედგენას. საბოლოო გამოცდები, რომელთაც სტუდენტები აუდიტორიებში წერენ შესაძლოა ჩანაცვლდეს ისეთი დავალებებით, როგორიცაა გამოცდა „ღია წიგნის“ პრინციპით; ამ ტიპის გამოცდა ითვალისწინებს დავალების ელექტრონული სახით ატვირთვას Moodle-ის პლატფორმაზე ან ინსტიტუციის ელექტრონული სწავლების მართვის სხვა შიდა პლატფორმაზე. ამ შემთხვევაში დავალებების შეკითხევბი ფორმულირებული უნდა იყოს ისე, რომ სტუდენტს ფაქტობრივი ინფორმაციის გახსენების ნაცვლად დავალების შესასრულებლად დასჭირდეს მიღებული ცოდნის გამოყენება, ცოდნის სინთეზი, კრიტიკული აზროვნება, არსებული ინფორმაციის შეფასება და სხვა.
ინტერვიუებისა და ზეპირი გამოცდების ჩატარება ელექტრონული ფორმით
ინტერვიუებისა და ზეპირი გამოცდების ჩატარება ელექტრონული ფორმით ინტერვიუებისა და ზეპირი გამოცდების ჩატარება შესაძლებელია ვიდეოკონფერენციის პლატფორმების გამოყენებით. საჭირო იქნება ვიდეოკონფერენციის ვიდეოშესაძლებელი იყოს სტუდენტის მიერ მიღებული შეფასების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა. სტუდენტებს კი აუცილებლად უნდა ეცნობოთ, რომ ინტერვიუს/გამოცდის ჩანაწერის გაკეთება იმისათვის, რომ ვიდეო-ჩაწერა მიმდინარეობს.
ჯგუფური დავალებების შესრულების ალტერნატიული საშუალებები ელექტრონული სწავლების პერიოდში
ელექტროული სწავლების პერიოდში ჯგუფური დავალებების მრავალი გზა შესაძლებელია იყოს გამოყენებული, მათ შორის ჯგუფური ნაშრომი შესაძლებელია:
✓ წარდგენილი იყო ელექტრონული ფორმით;
✓ შესრულებული იყოს სტუდნტთა ჯგუფის მიერ გაზიარებული PowerPoint-ის ფაილით ან ციფრული პოსტერის საშუალებით, რომელზეც განთავსებული იქნება შესაბამისი აუდიო კომენტარები;
✓ გულისხმობდეს Wiki1- გვერდის შექმნას, რაც ხელს უწყობს ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას და მეორეს, მხრივ ლექტორებს საშუალებას აძლევს დაინახონ სტუდენტების ინდივიდუალური კონტრიბუცია. ამ ტიპის დავალებებში ლექტორებს შეუძლიათ სტუდენტებს მისცენ უკუკავშირი wikiზე, დავალების შესრულების პროცესში;
✓ წარდგენილი იყოს ონლაინ დისკუსიის ფორმატში, ელექტრონულ ფორუმებზე, პლატფორმებზე, ასევე აუდიო და chatფუნქციების გამოყენებით.
რეფლექსიის/ჟურნალის წარმოებისა და პორტფოლიოს მომზადების ელექტრონული საშუალებები
ამ ტიპის დავალებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ელექტრონული ბლოგები, რომელზეც სტუდენტები გარკვეული პერიოდულეობით დავალებით გათვალისწინებულ რეფლექსიებს ასახავენ ან ჟურნალს აწარმოებენ. მატერიალური სახით წარმოსადგენი პორტფოლიოს ნაცვლად, პორტფოიოს მოსამზადებლად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ელექტრონული პორტფოლიოს პროგრამული უზრუნველყოფა, მაგალითად, OneFile, QualsDirect და სხვ.
სამუშაო პრაქტიკა/კლინიკური პრაქტიკა
სამუშაო და კლინიკური პრაქტიკის გადადების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს ინსტიტუციურ დონეზე. ინსტიტუციამ ასევე შესაძლოა განიხილოს ხომ არ არის შესაძლებელი პრაქტიკით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ნაწილის მიღწევის შეფასება ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით.
როგორც გარისხის ცენტრში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, თუ შეფასების რომელ ფორმებს შეარჩევს ინსტიტუცია საგანგებო მდგომარეობაში, ელექტრონულ სწავლაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შეფასების ფორმები უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის უზრუნველყოფის შემდეგ კრიტერიუმებს:
შეფასების ფორმა უნდა იყოს ვალიდური: იგი უნდა ზომავდეს/აფასებდეს სტუდენტის მიერ
მიღწეულ ზუსტად იმ სწავლის შედეგებს, რომელთა შეფასებაცაა საჭირო;
შეფასების ფორმა უნდა იყოს სანდო: ამისათვის საჭიროა შეფასების ფორმა იძლეოდეს თითოეული სტუნდეტის მაქსიმალური შესაძლებლობების შეფასების საშუალებას.
გასათვალისწინებელია, რომ გადაწერის და ზოგადად, აკადემიური კეთილსინდისიერების
დარღვევის მაღალი რისკების არსებობის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება შეფასების
ფორმების საბდოობას, შესაბამისად, ელექტრონული შეფასების ფორმებს გამოყენებისას
რეომენდებულია ისეთი ელექტრონული სისტემების/პლატფორმების/ინსტრუმენტების
გამოყენება, რომელიც იძლევა სტუდენტის იდენტობის იდენტიფიკაციისა და აკადემიური
კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის როგორც პრევენციის, ასევე აღმოჩენის
შესაძლებლობას.
შეფასების ფორმა უნდა იყოს გამჭვირვალე: სტუდენტმა უნდა იცოდეს სწავლის რომელი
შედეგების ჩვენება მოეთხოვება მას კონკრეტულ დავალებაში, როგორ მოემზადოს დავალების
შესასრულებლად, რა ფორმით არის შესასრულებელი დავალება და როგორ ფასდება იგი;
შეფასების ფორმა უნდა იყოს განხორციელებადი – რაც ნიშნავს იმას, რომ შეფასებისათვის საჭირო
ადამიანური და ფინანსრი რესურსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინსტიტუციის მიერ და
შეფასების განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი მოცემულ ვადაში. აქ გასათვალისწინებელია, რომ შეფასებების განხორციელება ელექტრონულ რეჟიმში შესაძლოა დაკავშირებული იყოს მეტ ფინანსურ დანახარჯებთან, ინსტიტუციის მიერ შეფასების სანდოობის მიზნით გამოყენებული ელექტრონული სისტემების/პლატფორმების/ინსტრუმენტების ხარჯების გამო.
დამატებით გასათვალისწინებელი საკითხები ელექტრონული შეფასებების განხორციელებისას
უსაფრთხოება – არ უნდა მოხდეს მონაცემების დაკარგვა, მონაცემები უნდა იყოს დაცული;
პერსონალური მონაცემების დაცვა – შეფასების პროცესში სტუდენტთა შესახებ მონაცემების
შეგროვება/დამუშავება უნდა ხდებოდეს მხოლოდ შეფასების მიზნებისათვის;
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა (ამის საშუალებები შესაძლოა იყოს შეთანხმება ინსტიტუციასა და სტუდენტებს შორის მონაცემების დამუშავების შესახებ, შიდა/გარე აუდიტის განხორციელება, გამოცდების ვიდეო-ჩანაწერების განხორციელებისათვის სტუდენტების წინასწარ ინფორმირება და მათგან თანხმობის მიღება და სხვა);
თუ ინსტიტუცია შეფასებების განსახორციელებლად/გამოცდების ელექტრონულ რეჟიმში
ჩასატარებლად აპირებს გამოიყენოს სპეციალური ელექტრონული სისტემა / პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების იდენტიფიკაციასა და გადაწერის რისკების შემცირებას, საჭიროა ამასთან დაკავშირებული თანხმობის მიღება სტუდენტებისაგან;
თუ ინსტიტუცია აპირებს ელექტრონულ რეჟიმში განხორციელებული გამოცდების/შეფასებების
მონიტორინგს:
საჭიროა განისაზღვროს მონიტორინგის განმახორციელებელი პირი/პირები, ასევე ის პირობები
და კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ეს პირები დაადგენენ რომ სტუდენტის მხრიდან
ადგილი არ ჰქონია გადაწერას;
მონიტორინგის პროცესი ასევე უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას დადგინეს ჩატარდა თუ არა
ელექტრონული გამოცდა და განხორციელდა თუ არა შეფასება განსაზღვრულ ვადაში.
დამატებითი ელექტრონული რესურსები ზემოაღნიშნული პროცესის ჩატარებისთვის იხილეთ აქ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება