რა შემთხვევაში ვერ გავლენ ეროვნულ გამოცდაზე მასწავლებლები, აბიტურიენტები და სტუდენტები – პრემიერის ბრძანება და „ნაეკის“ ახალი ვალდებულება
მასწავლებელს, გამომცდელს, სტუდენტსა თუ აბიტურიენტს უფლება აქვს გამოცდაზე არ გავიდეს, თუ კოვიდვირუსის დადასტურებიდან 7 დღე არ იქნება გასული – ამის შესახებ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებში წერია, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს და 28 თებერვლით არის დათარიღებული.
„ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე“, – წერია კანონში შეტანილ ცვლილებებში.
იმ გამოსაცდელთა იდენტიფიცირება, რომლებიც გამოცდაზე არ გამოცხადდებიან კოვიდ 19-ით დაავადების შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევალება, რომელსაც გამოცდების ცენტრმა წინა დღეს გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების სია უნდა მიაწოდოს.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, პირთა იდენტიფიცირებისას, ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად, დაცული ფორმით, მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში“, – წერია ბრძანებაში.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ინფორმაცია ვირუსით დაავადებული სტუდენტების, მასწავლებლების თუ აბიტურიენტების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ეცნობება დაცული ფორმით მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას გამოსაცდელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება