GE

რა სიახლეს სთავაზობს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე:

➡ ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ ფარმაციის მენეჯმენტის და მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ საფინანსო საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
➡ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ამასთან, სიახლეა უნივერსიტეტში, მობილობა განხორციელდება სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge რეგისტრაციის ვადაა: 2016 წლის 22 იანვრიდან 4 თებერვლის 18:00 საათამდე, ხოლო პორტალზე დარეგისტრირების შემდეგ, უნიერსიტეტში საბუთების წარდგენა იწარმოებს 2016 წლის 5 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი,ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #9ა, ქ. გორი, ცხინვალის გზ. #9, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10:00 სთ- დან 17:00 სთ-მდე.

ასევე, უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობისათვის სტუდენტთა რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 12 იანვრიდან 2016 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

რეგისტრაციის მსრუველებმა შეგიძლიათ შეავსოთ უნივერსიტეტის ონლაინ სააპლიკაციო ფორმა

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს სამართლის პროგრამაზე სიახლეებს სთავაზობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური