GE

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის პროგრამაზე მობილობის მსურველებს სიახლეებს სთავაზობს

სუხიშვილის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობა მიმდინარეობს. გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის, უნივერსიტეტი ამ სპეციალობაზე 50 სტუდენტს ელოდება.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, მოდერნიზებული და განახლებული პროგრამა სტუდენეტებს შემდეგ პირობებს სთავაზობს:
➡ კრედიტების აღიარების ყველაზე მოქნილი სისტემა;
➡ საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების აკადემიური პერსონალი: მოსამართლეები, ადვოკატები, ნოტარიუსები, პროკურორები, წამყვანი ექსპერტები;
➡ საგნების არჩევანის ფართო საშუალება;

სამართლის გარდა, 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სუხიშვილის უნივერსიტეტი სტუდენტებს კიდევ 10 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტის ცნობით, მობილობის განსახორციელებლად საჭირო გადახდილ თანხას, უნივერსიტეტი სტუდენტს უკან უბრუნებს.

მობილობის მსურველთათვის, ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 4 თებერვალი.

სტუდენტებს ასევე შეუძლიათ შეავსონ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა.

რა სიახლეს სთავაზობს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური