როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
სტუდენტებსა და თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ რექტორის მოადგილე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
რექტორმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის ეზოში აკაკი წერეთლის ძეგლი ყვავილებით შეამკო. დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანში შალვა ნუცუბიძის ბიუსტი გაიხსნა (ავტორი – მოქანდაკე გიორგი დარსაველიძე).
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა იმერი ბასილაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია – „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ისტორია და თანამედროვეობა“.
ლექციაში მიმოხილული იყო უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, განვითარების ძირითადი ეტაპები, აკადემიური ტრადიციები და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც უნივერსიტეტი დღესაც ასრულებს ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. შეხვედრა საინტერესო და შემეცნებითი იყო სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნით დაგვირგვინდა, რომლის ტექსტი პროფესორ ომარ გვეტაძეს, ხოლო მუსიკა მარიამ კვალიაშვილს ეკუთვნის.
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი



