GE

რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის შესახებ – ამობეჭდვის სავარაუდო დრო

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ივნისის თვეში იქნება შესაძლებელი.

რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის შესახებ.

საგამოცდო ბარათი გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა და მისი წარდგენა აუცილებელია.

ბარათის ამობეჭდვის შესახებ:

აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი
ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობს შედეგებს).

ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

  • აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი;
  • თითოეული გამოცდის თარიღი;
  • გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
  • საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს
მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

შედეგების გასაგებად შეინახეთ ან დაიმახსოვრეთ თქვენ ბარათზე დატანილი საიდენტიფიკაციო
ნომერი.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური