გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ზე, ძიუდოში სხვადასხვა საპრიზო ადგილი მოიპოვეს
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ „უნივერსიადა 2026“-ის ძიუდოს ტურნირზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაძაბულ ორთაბრძოლებში წარმატებას მიაღწიეს.
უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტებმა შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს:
I ადგილი – ლუკა ქარელიშვილი (100 კგ);
II ადგილი – მურაზი ბუჟღულაშვილი (60 კგ);
II ადგილი – ირაკლი მარკოზაშვილი (73 კგ);
III ადგილი – ჯემალ დულარიძე (66 კგ);
III ადგილი – ილია ყველაშვილი (81 კგ);
III ადგილი – ლუკა თურაზაშვილი (90 კგ).
ინდივიდუალური წარმატებების პარალელურად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საპატიო მეორე ადგილიც დაიკავა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სპორტსმენებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯგუფხელებთან შეხვედრა გამართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი