GE

„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უნივერსიტეტის მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტური კლუბი წარმოადგენს საერთო ინტერესებისა და მიზნების გარშემო გაერთიანებულ სტუდენტთა ჯგუფს, რომლის მთავარი მიზანია უნივერსიტეტში აქტიური, მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური გარემოს შექმნა.

კლუბების საქმიანობა შეიძლება ეფუძნებოდეს სოციალურ, შემეცნებით, გასართობ, სპორტულ, კულტურულ ან პროფესიულ ინტერესებს.

კლუბის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების, სემინარის, პანელური დისკუსიისა და კონფერენციის ორგანიზება, ასევე სპორტული, საქველმოქმედო და სხვა სტუდენტური აქტივობების განხორციელება.

თუ გაქვს იდეა, რომლის განხორციელებაც გსურს და გინდა შენი წვლილი შეიტანო საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნებაში, შექმენი ან დაარეგისტრირე საკუთარი სტუდენტური კლუბი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

გაეცანით სტუდენტური კლუბების დებულებას

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური