ალტე უნივერსიტეტმა საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
ალტე უნივერსიტეტმა, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები სასურველი პროგრამების ვორკშოპებს დაესწრნენ, ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებში და მათთვის საინტერესო მიმართულებებს უკეთ გაეცნენ.
აბიტურიენტები პირისპირ შეხვედნენ ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, გაეცნენ ინფორმაციას სწავლის დაფინანსების, გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, კარიერული მხარდაჭერის სერვისებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ალტე უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს.
დღის ბოლოს ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო კარიერული ბანაკის საგზურის მფლობელიც გამოვლინდა, რომელიც ანა გოჩაშვილმა – ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა.
-
ალტე უნივერსიტეტს Artvin Çoruh Üniversitesi-ს დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი