GE

SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

უნივერსიტეტის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჯილდოება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

თსუ-ის ოქროს მედალი ასევე გადაეცა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ნაპო კვარაცხელიას.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, რომელსაც თსუ-ის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა იუნესკოს პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს შალვა ხიდაშელის დაბადებიდან 115-წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციის გახსნაზე თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შალვა ხიდაშელის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და ქართული ფილოსოფიური სკოლის განვითარებაში მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები ფილოსოფიის, თეოლოგიის, რუსთველოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიის, ხელოვნების, ისტორიისა და ფილოლოგიის მიმართულებებს მოიცავდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური