CIU-ს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ.
უნივერსიტეტის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აკადემიის რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლები: დინგ ჩაო, ლინგ ინგი და ჯაოჰუი ბი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვან სამეცნიერო-ანალიტიკურ ინსტიტუციას, რომელიც საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე აქტიურ კვლევით საქმიანობას ახორციელებს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კახაბერ კორძაიას, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ეკატერინე ჭალაგანიძეს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამისა და გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, ასევე დეკანის მოადგილესა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ალიკა გუჩუას.
შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის ერთობლივი აკადემიური პროექტებისა და სამეცნიერო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მულტიმედია ცენტრში მომზადებული ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – ოცდაათი ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტმა აბუ-დაბის გრანდ-სლემზე, ძიუდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი