GRUNI-ს სტუდენტებმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში პროფესიული პრაქტიკა გაიარეს
მიმდინარე წლის ნოემბერში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის საქმიანობაში ჩართულმა სტუდენტებმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში პროფესიული პრაქტიკა გაიარეს.
უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიური სტაჟირება სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ მომავალი მედიატორის გამოცდის პროცესშიც.
სტაჟირების წლევანდელ პროგრამაში მონაწილეობდა სამართლის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის შვიდი სტუდენტი: თეონა დვალიშვილი, ფეოდორა ქავთარაძე, ანი ეგნატაშვილი, გვანცა ჩხიტუნიძე, ანანო ბარბაქაძე, მარიამ ლაცაბიძე, ანი ყორღანაშვილი.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებმა, გამოცდილი მედიატორის ზედამხედველობით, რეალურ დავებზე დაფუძნებული ქეისები განიხილეს. ახალგაზრდები თავად იყვნენ მომლაპარაკებლები და პრაქტიკაში ეფექტური კომუნიკაციის უნარებს იყენებდნენ.
სტუდენტების შეფასებით, ამგვარ პროექტებში მონაწილეობა დიდი მოტივაციაა როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე მომავალი კარიერული განვითარებისთვის.
მედიაციის ცენტრი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობას, რათა სტუდენტებს პრაქტიკულ პროგრამებში ჩართვისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა მომავალშიც მიეცეთ.
პრაქტიკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას ადასტურებს.
-
GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი UN PRME-ის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს სტუდენტები UNI4VERSE – FINEDU-ს კონკურსის ფინალში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრსა და ISLE Association-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი