GRUNI-ში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა
10 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
GRUNI-ს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა წარადგინეს ბოლო 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა (ჟურნალები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელობი); გაიმართა პროფესორ დემურ გიორხელიძის წიგნის – „თამაშების თეორია ეკონომისტებისათვის“, პრეზენტაცია, რომელიც პროექტის – „თანამედროვე უმაღლესი ეკონომიკის სრულად წარმოდგენა“ ფარგლებში გამოცემული ერთ-ერთი სახელმძღვანელოა. ავტორმა ისაუბრა თანამედროვე მაკროეკონომიკის ახალი ტენდენციებისა და ამ სფეროს უახლესი ხედვების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირების შესახებ. აღინიშნა, რომ ახლო მომავალში გრუნის სახელით ამავე ციკლის სხვა წიგნებიც გამოიცემა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა გრუნის ორი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი: თორნიკე მერებაშვილი, მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, 2025 – 2026 სასწავლო წელს განხორციელებული ყველაზე აქტიური სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობისთვის და ლელა გოგინავა, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, 2025 – 2026 სასწავლო წელს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის აქტიური მხარდაჭერისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის „ბიბლუსმა“ გამოფინა უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა.
უნივერსიტეტს სტუმრობდნენ 115-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გრუნის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები – კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრი, მულტიმედიაცენტრი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
ღონისძიებას, რომელსაც გრუნის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში – ვახტანგ ჭარაია და სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი – გოჩა ოჩიგავა უძღვებოდნენ.
-
GRUNI-ს სტუდენტები UNI4VERSE – FINEDU-ს კონკურსის ფინალში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრსა და ISLE Association-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„ციფრული მმართველობის თანამედროვე ტენდენციები“ – GRUNI-ში საჯარო ლექცია გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი