რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სკოლას ავტორიზაცია ან მონიტორინგი უწევს – კითქვა-პასუხი

რიგ ავტორიზებულ საჯარო სკოლებს სულ მალე მონიტორინგი უწევთ. გარკვეული სკოლებში კი პირველადი ავტორიზაციის პროცესი უკვე დაიწყო: მხარდამჭერები შევიდნენ სკოლებში ავტორიზაციის სტანდარტების კუთხით სკოლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
თუმცა, კითხვები მრავლად აქვთ, როგორც საავტორიზაციოდ გამზადებულ სკოლებს, ასევე იმ სკოლებს, რომლებსაც მონიტორინგი უწევთ.
ამ პროცესში სკოლებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები და პასუხები EDU.ARIS.GE-ს “სკოლის დირექტორების პლატფორმამ” 12 მარტს გაუზიარა, რომელსაც უცხვლელად გთავაზობთ:
კითხვა 1. სკოლას რამდენი ხნით უნარჩუნდება ავტორიზაცია, თუ სრული შესაბამისობით არის შეფასებული ავტორიზაციის ოთხივე სტანდარტი?
პასუხი: სკოლის ავტორიზაციის ვადაა 9 წელი
კითხვა 2. როგორ ფასდება სკოლა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ?
პასუხი: ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალით: „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.
კითხვა 3. რა გადაწყვეტილებებს იღებს ავტორიზაციის საბჭო სკოლასთან მიმართებით?
პასუხი: ავტორიზაციის საბჭო სკოლასთან მიმართებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: 1. ავტორიზაციის გადაწყვეტილება, უფლებამოსილია სკოლას განუსაზღვროს კანონით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის ვადა, ანუ მონიტორინგი; 2.ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; 3.ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. (მონიტორინგის შემდეგ ან სხვ.)
კითხვა 4. როგორ და როდის ენიშნება ავტორიზებულ სკოლას მონიტორინგი?
პასუხი: ავტორიზებულ სკოლას მონიტორინგი ენიშნება ავტორიზაციის საბჭოს მიერ, რომელიც საჯარო სხდომაზე განიხილავს ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ , საბჭოს მიერ უკვე შესწავლილ დასკვნას და დოკუმენტაციას, ასევე სკოლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ მოსაზრებებს და უთითებს სკოლას მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, ფორმას და ფარგლებს.
კითხვა 4. როგორ წარიმართება ექპერტთა ჯგუფის მიერ მონიტორინგის პროცესი?
პასუხი: ბრძანებით დამტკიცებული ექსპერტთა ჯგუფი აფასებს სკოლას მხოლოდ იმ სტანდარტის/კომპონენტის/ინდიკატორის მიმართულებით, რის გამოც სკოლა შეფასდა შემდეგი დონით: „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და რომელი ხარვეზის აღმოფხვრისთვისაც სკოლას მიეცა საჭირო დრო.
კითხვა 6. კონკრეტულად რა დრო აქვს სკოლას იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც შეფასდა დონით „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”?
პასუხი: სკოლას შეფასებით „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს” ,ხარვეზების აღმოსაფხვრელად აქვს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან ერთ წლამდე ვადა.
კითხვა 7. რა დრო აქვს სკოლას იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც შეფასდა დონით „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”?
პასუხი: სკოლას შეფასებით „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს” ,ხარვეზების აღმოსაფხვრელად აქვს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან ორ წლამდე ვადა.
კითხვა 8. როგორ განხორციელდება სკოლაში მონიტორინგი?
პასუხი: ეს დამოკიდებულია ექსპერტთა ჯგუფის შეფასებაზე, სკოლის პოზიციასა და ავტორიზაციის საბჭოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა ექსპერტთა ჯგუფისთვის კონკრეტული დოკუმენტაციის გადაგზავნა იყოს საკმარისი, შესაძლოა განხორციელდეს ექსპერტთა ჯგუფის ადგილზე ვიზიტი. ამისათვის, კიდევ ერთხელ გაეცანით ავტორიზაციის საბჭოს ოქმს, საბჭოს გადაწყვეტილებას და ექსპერტთა დასკვნას თქვენს სკოლასთან მიმართებით. ეს დოკუმენტები მიეწოდა თითოეულ შეფასებულ სკოლას, ასევე ატვირთულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გვერდზე.
ასევე იხილეთ:
-
განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფცია პარლამენტისგან – რა ჩაიწერება ახალ დოკუმენტში by ARIS.GE-განათლება
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი დაიწყო – ვინ რეგისტრირდება 10-დან 21 მარტის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაინიშნება და გათავისუფლდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი by ARIS.GE-განათლება