რა ღირს სკოლის ავტორიზაცია და რა დრო სჭირდება პროცესს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისთვის მხოლოდ ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური 500 ლარს შეადგენს.
განათლების ხარისხსის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
ავტორიზაციის ფასები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, შემდეგი ოდენობით:
მხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 384.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 6 816.00 ლარს;
მხოლოდ საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 718.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 038.00 ლარს;
მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 496.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 6 816.00 ლარს;
მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 496.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 9 038.00 ლარს;
მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 273.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 8 927.00 ლარს;
ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 9 162.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 11 372.00 ლარს.
“თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი, რომელიც საავტორიზაციო განაცხადში მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობად მიუთითებს 170-ზე ნაკლებ ადგილს, სარგებლობს ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურით“ დადგენილი საფასურების 50%-იანი შეღავათით ერთჯერადად.
ასეთ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში ცენტრს მიმართავს მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადით და განაცხადში მიუთითებს 170 ან მეტ ადგილს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილ საფასურთან ერთად, დამატებით გადაიხდის თანხის იმ ოდენობას, რაც პირველადი ავტორიზაციის ეტაპზე, გათვალისწინებული შეღავათიდან გამომდინარე მის მიერ არ იქნა გადახდილი. აღნიშნული პირობა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას გადააჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში”, – განმარტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024)
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება