1. თქვენ გექნებათ ბევრი თავისუფალი დრო, ვინაიდან 120 ესეს შესწორებას და გაკვეთილების დაგეგმვას ერთი-ორი საათი არ ჰყოფნის.
2. ყველაფერი, რასაც თქვენს რჩეულს აჩუქებთ, ძვირფასი და განსაკუთრებული იქნება. ისინი ხომ მიჩვეულნი არიან ქაღალდის ნიანგებისა და პლასტელინის სოკოების ჩუქებას.
3. შაბათ-კვირას გარანტირებული გექნებათ დილის ძილი და საყვარელი სერიალის მომდევნო ეპიზოდების ყურება.
4. ის იქნება ძალიან ხელმომჭირნე და ყაირათიანი. მასწავლებლები არ ხარჯავენ ბევრ ფულს, იმიტომ რომ არც აქვთ იგი.
5. ის იქნება ძალიან შემოქმედებითი. ბევრ ადამიანს იცნობთ, ვინც ტუალეტის ქაღალდის რულონისგან 100 სხვადასხვა ნივთს გააკეთებს?
6. ის იქნება ყველაზე მომთმენი, ამტანი, რკინის ნერვების მქონე ადამიანი მსოფლიოში. მასწავლებლები ხომ სულ ითმენენ, ელოდებიან, ხსნიან, ელოდებიან და ითმენენ. გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე, იმათზეც კი, რომლებზეც უკვე ჩვიდმეტჯერ გიპასუხათ.
7. ის ყოველთვის შეძლებს თქვენს გამხიარულებას, მოგიყვებათ რა უამრავ დაუჯერებელ და სახალისო ისტორიას. ასევე ელვისუსწრაფესად გეცოდინებათ ყოველი ახალი პაროდიისა თუ სასაცილო ვიდეოს შესახებ. მოსწავლეები ამით მუდამ უზრუნველყოფენ მასწავლებლებს.
8. თავს ცნობილ ადამიანად იგრძნობთ, განსაკუთრებით სავაჭრო ცენტრებსა და მაკდონალდსში. რაღა თქვენ და რაღა კიმ კარდაშიანი. შესაძლოა, პაპარაცებიც დაგედევნონ. მოსწავლეები ყველგან არიან. ეს მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტია.
9. თუკი უბრალოდ საუბარი გჭირდებათ, თუნდაც დინოზავრებზე, მასზე კარგ მსმენელს ვერსად ნახავთ.
10. თუ შვილის ყოლა ჯერ არ გინდათ, არამგონია მან დაგაძალოთ. ისინი ათობით ბავშვს უვლიან ყოველდღიურად. და პირიქითაც, თუკი შვილისთვის მზრუნველი მშობელი გსურთ, მასწავლებელზე კარგი ვინ უნდა იყოს?
11. არ მოგიწევთ ნერვიულობა, როდესაც მას ოჯახს წარუდგენთ. მასწავლებლებმა ყველაზე უკეთ იციან მშობლებთან საუბარი. ის მათ აუცილებლად მოხიბლავს.
12. როგორც და სადაც არ უნდა ჩაფლავდეთ, ამას არასდროს გაგრძნობინებთ. ჯერ აუცილებლად აღნიშნავს, რა მოეწონა, ხოლო შემდეგ ტაქტიკურად შემოგაპარებთ, რისი გამოსწორებაც სურს. სენდვიჩის მეთოდზე გსმენიათ? ასე თქვენი ეგო მუდამ კმაყოფილი იქნება. გარდა ამისა, მუდამ მზად ექნება სათადარიგო გეგმა ექსტრემალური შემთხვევებისთვის.
13. და ბოლოს, მათ ყოველთვის თან ექნებათ კალამი და სხვა საკანცელარიო აღჭურვილობა. რა იცით, რაში დაგჭირდეთ.
იხილეთ ორიგინალი