რა გაიყიდება და რა არა სკოლის ბუფეტებში – მინისტრის ბრძანება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს. ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვებაში აიკრძალოს შემდეგი პროდუქტები:
საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი;ასევე მიზანშეწონილია სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; სოკო ნებისმიერი ფორმით; დაკონსერვებული პროდუქტები; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა და თერმულად დაუმუშავაბელი კვერცხი;
ბრძანების მიხედვით, სასურველია სკოლის ბუფეტებში გაიყიდოს ჯანსაღი პროდუქტები, ისეთები როგორებიცაა: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენი ან დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული იყოს კალციუმით), ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.
მინისტრის ამავე ბრძანებულების თანახმად, ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების მონიტორინგი საჯარო სკოლებში ევალება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს საჯარო სკოლის დირექციასთან ერთად.
საჯარო სკოლას ბუფეტის გამო, შესაძლოა სასამართლო დავა დასჭირდეს
- „ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა“ – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხარვეზები სახელმწიფო კვლევამაც აჩვენა by ARIS.GE-განათლება
- სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა – „კომისიამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო