რა ვიცით პრინსტონის უნივერსიტეტზე?
ალბათ, ბევრი ქართველი სტუდენტის ოცნებაა, ისწავლოს საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში. პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University), ერთ–ერთ ასეთ “საოცნებო” უმაღლეს სასწავლებლებს მიეკუთვნება, ის ხომ 2013/1014 წლის მონაცემებით მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის რეიტინგით მე–10 ადგილზეა. თუმცა, რა ვიცით ჩვენ პრინსტონზე? ქართულ საიტებს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ვიკიპედიაში აღმოვაჩენთ მეტად მწირ ინფორმაციას, გამოდის, რომ ბევრიც არაფერი ვიცით.
პრინსტონის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში, პრინსტონში, მდებარეობს და სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნივერსიტეტი უკვე 267 წელია არსებობს. ის 500 აკრზეა გადაჭიმული და 180 შენობისგან შედგება. ყოველწლიურად აქ 5,336 სტუდენტი ირიცხება (ბაკალავრიატზე), მთლიანობაში კი 8,010. უნივერსიტეტში სწავლის საფასური 2013–2014 წლის მონაცემებით 40,170$, ხოლო საცხოვრებელი თანხა 13,080 დოლარს შეადგენს.
უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. დაარსდა, როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი 1746 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ელიზაბეთში.(ნიუ-ჯერსის შტატი). სკოლამ პრინსტონში 1756 წელს გადაინაცვლა. 1896 წლიდან კი მისი სახელი ოფიციალურად გადაკეთდა “პრინსტონის უნივერსიტეტად”. თავდაპირველად სასწავლებელი პრესბიტერიანელთა (ბერძ. presbýteros –მღვდელი) დაწესებულება იყო, თუმცა ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის სტუდენტებს შეეძლოთ დასწრება. ამჟამად უნივერსიტეტი არასექტარულია. აუცილებელი სალიტურგიო დასწრება შემცირდა ორამდე დღეში 1882 წელს, ხოლო 1964 წელს კი ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს პრინსტონის თეოლოგიურ სემინარიასთან (უწინ სკოლის ნაწილი) და უესტმინსტერის ქორის კოლეჯთან რაიდერის უნივერსიტეტში.
რითია პრისტონის უნივერსიტეტი ცნობილი? მაგალითად, ჰარვარდი ცნობილია იურიდიული სკოლით, ხოლო იელი სამედიცინო სკოლით, რაც შეეხება პრინსტონს – აქ კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. პრინსტონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. საბაკალავრო კოლეჯთან ერთად პრინსტონს აქვს არქიტექტურის, საინჟინრო, საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლები. მის ფორესტალ კამპუსზე პლაზმური ფიზიკისა და მეტეოროლოგიური კვლევის ლაბორატორიებია. 1948 წელს გაიხსნა ჰარვი ფაირსტოუნის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმთან ერთად მრავალი უნიკალური კოლექციაა გამოფენილი.
პრინსტონში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ცნობილი ადამიანები: ამერიკის 28–ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, სტივ ფორბსი, შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა, amazon.com-ის დამაარსებელი ჯეფ ბენზო, ამერიკელი მოდელი და მსახიობი ბრუკ შილდსი და სხვები.
უნივერსიტეტს ექვსი საცხოვრებელი კოლეჯი აქვს: ბატლერის, ფორბის, როკფელერის, ვიტმანის, ვილსონისა და მატეის, რომელშიც სტუდენტების დაახლოებით 97 პროცენტი ცხოვრობს,ასევე სასწავლებელს აქვს რამდენიმე ბიბლიოთეკა, თეატრი, საფეხბურთო, კალათბურთის სტადიონები, სხვადასხვა მუსიკალური თუ ცეკვის ჯგუფი, ორკესტრი და სხვა.
წყარო: studinfo.ge
იხილეთ ორიგინალი
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია