GE

რა ხდება აბიტურიენტის საგამოცდო სექტორში შესვლის შემდეგ – გამოცდის პროცესი და წესები

EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.

მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:

–როგორ მიმდინარეობს გამოცდის პროცესი, რა პროცედურას გავდივართ საგამოცდო სექტორში შესვლამდე და შესვლის შემდეგ, რისი უფლება გვაქვს და რა გვეკრძალება?

  • აბიტურიენტი უნდა  გამოცხადდეს  საგამოცდო  ბარათში  აღნიშნულ  მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია.
  • რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
  • რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე;
  • აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • აკრძალულია  გამოცდაზე  ნებისმიერი  ნივთის  შეტანა, გარდა წყლის, (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა;
  • აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.

როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი?

მუშაობის  დაწყებამდე  აბიტურიენტები  უნდა  დარწმუნდნენ, რომ ტესტი არ არის დაზიანებული, არ აკლია გვერდები და გარკვევით იკითხება. დაზიანებული ტესტის შემთხვევაში მას ახლით შეცვლიან.  ტესტთან ერთად აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს. ანონიმურობის უზრუნველსაყოფად  მასზე  დაიკვრება  ინდივიდუალური შტრიხკოდი; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების  ფურცლის  დაუზიანებლობას.  არ  შეიძლება მათი  დაკეცვა  ან  დაჭმუჭვნა,  რაიმე  ჩანაწერის  გაკეთება  (რომელიც  არ  ეხება  ტესტის  კითხვების  პასუხს). დაუზიანებელი ტესტისა და პასუხების ფურცლის მიღებას  აბიტურიენტები  დაადასტურებენ  სექტორის  უწყისში ხელმოწერით; გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს გააცნობენ მათ უფლება-მოვალეობებს, ინსტრუქციას, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა; ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი; საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში კურატორი ამოწმებს აბიტურიენტის  ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და  ამის  შემდეგ  კურატორს  აბარებს  ნამუშევარს;  საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები  ბოლო  აბიტურიენტის  თანდასწრებით  ილუქება  და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი გასწორდება.

წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ ტესტირების პროცესში:

•  სამუშაო  მაგიდებთან  დასხედით  იმ  ნომრების მიხედვით,  რომლებიც  რეგისტრაციის  დროს  დაგირიგდათ;

•  არ  დააწყოთ  მერხზე  არც  ერთი  ნივთი  პირადობის მოწმობის, გელიანი კალმის (რომელიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდებათ),  ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის გარდა;

•  სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის  შემთხვევაში  მიიღებთ  გაფრთხილებას,  მსგავსი  ან ნებისმიერი  სხვა  დარღვევის  განმეორების  შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  ვალდებული  ხართ  ტესტების  რვეულებისა  და პასუხების  ფურცლების  დარიგებისას  დაკვირვებით,  სათითაოდ  გადაფურცლოთ  ტესტის  რვეული  და  პასუხების ფურცელი კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა  დარწმუნდეთ,  რომ  ტესტის  რვეული  და  პასუხების ფურცელი დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე;

•  თუ ხარვეზიანი ტესტის რვეული ან პასუხების ფურცელი შეგხვდათ, მას ახლით შეგიცვლიან;

•    პასუხების  ფურცელზე  კურატორის  ან მეთვალყურის  მიერ  დაკრული  შტრიხკოდის  ნომერს საკუთარი ხელით გადაიტანთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;

•  არ შეიძლება შტრიხკოდის საწერი კალმით გაფერადება  ან  სხვაგვარი  დაზიანება!  ასეთ  შემთხვევაში ნაშრომი არ გასწორდება;

•  ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ტესტების რვეულებისა და პასუხების ფურცლების დარიგება (პასუხების ფურცლებზე  დაიკვრება  შტრიხკოდები)  და  დაიწყება  საგამოცდო დროის ათვლა. ამის თაობაზე თქვენ გაცნობებთ გამოცდის კურატორი ან მეთვალყურე;

•  პასუხების ფურცლის შევსება დასაშვებია მხოლოდ გელიანი კალმით, რომელიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდებათ;

•  იმ შემთხვევაში, თუ პასუხების ფურცლის შევსებისას გამოიყენებთ განსხვავებულ კალამს, მიიღებთ გაფრთხილებას  და  ჩამოგერთმევათ  პასუხების  ფურცელი, რომლის ნაცვლად გადმოგეცემათ პასუხების სათადარიგო ფურცელი, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  პასუხების  ფურცელი,  რომლის  შევსებისას  გამოიყენებთ სხვა კალამს, არ გასწორდება;

•  თუ  დროზე  ადრე  დაიწყებთ  ტესტზე  მუშაობას, მიიღებთ გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის  განმეორების  შემთხვევაში  მოიხსნებით  გამოცდიდან;

•  კურატორს  ან  მეთვალყურეს  შეგიძლიათ მიმართოთ მხოლოდ  ხელის აწევით;

•  გამოცდის  მსვლელობისას,  საჭიროების  შემთხვევაში, შეგიძლიათ დროებით დატოვოთ საგამოცდო სექტორი თანმხლებ პირთან ერთად. ეს დრო არ დაემატება

საგამოცდო დროს;

•  ორი აბიტურიენტი ერთდროულად ვერ დატოვებს საგამოცდო სექტორს;

•  აკრძალულია კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა. ამ დროს მიიღებთ გაფრთხილებას, დარღვევის განმეორების შემხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  აკრძალულია  გამოცდის  პროცესის  დროს საუბარი.  ერთმანეთთან  გადალაპარაკების  შემთხვევაში მიიღებთ  გაფრთხილებას,  მსგავსი  ან  ნებისმიერი  სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  ერთმანეთის  დახმარების  მცდელობის  ან  სხვა პირისაგან  დახმარების  მიღების  შემთხვევაში  მიიღებთ გაფრთხილებას; მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  დამხმარე მასალის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას. განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  აკრძალულია ლექსიკონის, პეიჯერის, მობილური ტელეფონის,  კალკულატორის  ან  სხვა  ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანა. მათი   აღმოჩენის  შემთხვევაში, თუნდაც გამორთული იყოს,  დაუყოვნებლივ მოიხსნებით გამოცდიდან;

•  გამოცდის  დასრულებამდე  10  წუთით  ადრე შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

•  დრო არავის დაემატება (გარდა იმ აბიტურიენტებისა, რომელთაც აქვთ სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები);

•  თუ  დროზე  ადრე  დაასრულებთ  ტესტზე  მუშაობასა  და  პასუხების  ფურცლის  შევსებას,  ხელის  აწევით მიმართავთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ ტესტის რვეულს, პასუხების ფურცელს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;

•  არ გასწორდება იმ აბიტურიენტის ნაშრომი, რომელიც საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ დახურავს ტესტს;

•  არ გასწორდება იმ აბიტურიენტის ნაშრომი, რომელიც  პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, მაგ., მეტსახელს! ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

•  ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში;

•  წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  გახსოვდეთ,  პასუხების  ფურცლის  გაკეცვა  არ შეიძლება!

•  გაკეცილი პასუხების ფურცელი არ გასწორდება;

თქვენ  ვალდებული  ხართ  დაემორჩილოთ  გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან თქვენი მოხსნის შესახებ.

თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ დაირღვა საგამოცდო პროცედურით დადგენილი წესი, მას შეუძლია გამოცდებს შორის  პერიოდში  შეიტანოს  განცხადება  საპრეტენზიო  საბჭოს სახელზე, საგამოცდო პერიოდში საგამოცდო ცენტრთან გახსნილ სპეციალურ პუნქტში.

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მისმიმართ დაირღვა დადგენილი წესებიანპროცედურები?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (პროცედურული აპელაცია) საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას. განცხადება საპრეტენზიო საბჭოს გადაეცემა 24 საათის განმავლობაში და განიხილება ხუთი დღის ვადაში.განხილვის შემდგომ  პასუხს განმცხადებელი ოთხი დღის ვადაში შეიტყობს.

ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016

საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016

ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში

პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური