GE

რამდენი შეუვსებელი ადგილი დარჩა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში?

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ჩარიცხულთა და გრანტირებულთა შესახებ ინფორმაცია) გამოაქვეყნა. რამდენი შეუვსებელი ადგილი დარჩა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში?

წელს უპრეცედენტო რაოდენობა – 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, ასევე, წელს გაცილებით მეტი სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას. წინა წლებში ასეთი სტუდენტების რაოდენობა ათასამდე იყო, წელს კი 4 500-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს.

რა შედეგებით დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს უნივერსიტეტებისათვის?

აღსანიშნავია, რომ 100%-ით ვაკანტური ადგილები მხოლოდ ხუთმა უნივერსიტეტმა შეავსო, ესენია:

1. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
2. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
3. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
4. შპს “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი” (სეუ)
5. ქუთაისის უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი)

სიის შემდეგ ადგილებზე შევსების 92-94%-იანი მაჩვენებლით არიან:

6. შპს-დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი – 94,0%
7. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 93,8%
8. გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი – 93,2%
9. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 93,0%
10. ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 92,4%

წელს ვაკანტური ადგილები ილიას სახემწიფო უნივერსიტეტმა 90,4%-ით შეავსო, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – 73,9%-ით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა (სდასუ) კი 73,5%-ით.

50%-ზე მეტი ვაკანტური ადგილი დარჩა შემდეგ უნივერსიტეტებში:

კავკასიის უნივერსიტეტი (შეივსო 47,3%-ით)
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (შეივსო 46,4%-ით)
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შეივსო 37,8%-ით)
საქართველოს უნივერსიტეტი (შეივსო 37,7%-ით)
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (შეივსო 37,5%-ით)
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (შეივსო 26,0%-ით).

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს 100%-ით ადგილები შეავსო საქართველოს ათმა უნივერსიტეტმა, ესენია:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტი
3. სასწავლო უნივერსიტეტი(სეუ)
4. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
5. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
6. ქუთაისის უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი)
7. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია(ქ.გორი)
9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელწიფო სამხატვრო აკადემია
10. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

სრული სტატისტიკის სანახავად, იხილეთ: [attachment=23:2013_2012_usd_kontingentis_shevseba-sheet1-2.pdf]

წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური