გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართული კლდეზე ცოცვის ჩემპიონატის გამარჯვებულია
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლუკა გვარაძემ „სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის ფარგლებში გამართულ კლდეზე ცოცვის ჩემპიონატში გაიმარჯვა.
უნივერსიტეტის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩემპიონატი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა და მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები, გამძლეობა და პროფესიონალიზმი წარმოაჩინეს.
ლუკა გვარაძემ ღირსეულად წარადგინა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს!
ცნობისთვის, „სტუდფესტი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი