GE

ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

15-16 ივნისს, ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

უნივერსიტეტის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავს ერთიანი აკადემიური პლატფორმის შექმნას, სადაც სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და დარგის სპეციალისტები მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას, სამეცნიერო ნაშრომების წარდგენასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.

ღონისძიება ორდღიანია და დაყოფილია სამიზნე აუდიტორიის მიხედვით:

15 ივნისი – „მდგრადი განვითარების მიზნები: ინტერდისციპლინარული კვლევა და ინოვაცია“ – კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს. სესიის ფარლგებში მკვლევრები და პრაქტიკოსები შეძლებენ, წარმოადგინონ და განიხილონ კვლევის შედეგები, იდეები და პრაქტიკული გამოცდილება.

16 ივნისი – „მდგრადი განვითარების მიზნები: სტუდენტური კვლევა და ინოვაცია“ – მეორე დღე სრულად დაეთმობა სტუდენტურ კონფერენციას. პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდება ინტერაქციული ვორკშოპი: „SDG Solutions – Idea Generation Workshop“, რომელიც სტუდენტებს მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტილებების გენერირებასა და პროექტების განვითარებაში დაეხმარება.

კონფერენციის მონაწილეებს ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცემათ.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური