SANGU-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სერბეთში იმყოფებოდნენ
სანგუს სტუდენტები, Erasmus+ საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის „Entrepreneurship Education for Youth Workers“ ფარგლებში, სერბეთში, ნოვი სადსა და პეტროვარადინში იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამამ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები გააერთიანა, სადაც არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით იმართებოდა ვორკშოპები, პრაქტიკული აქტივობები და გუნდური სამუშაო პროცესები მეწარმეობის განათლების, სოციალური ინიციატივების, კრეატიული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ახალგაზრდული პროექტების განვითარების მიმართულებით.
„მადლობას ვუხდით პროგრამის ორგანიზატორებს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას“, – აცხადებენ სანგუში.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი