GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ნინო ლიპარტია, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის მიერ 8 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციას ესპანეთმა, კერძოდ ბილბაომ (დეუსტო) უმასპინძლა, წლევანდელი ფორუმი კი მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩეოდა და სამართლის სფეროში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს დაეთმო:
- ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია იურიდიულ განათლებაში;
- AI-ის გამოყენების პრაქტიკული შესაძლებლობები სამართლის სფეროში;
- ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები;
- სამართლებრივი განათლების ტრანსფორმაცია AI-ის ეპოქაში.
კონფერენციამ შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ახალი პარტნიორების შესაძენად – გრუნისთან თანამშრომლობის სურვილი 20-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გამოთქვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ELFA-ს წევრი არის 2012 წლიდან, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მუდმივი შესაძლებლობაა.
-
GRUNI-ს აკადემიური პერსონალი UN PRME-ის პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს სტუდენტებმა დებატების კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი