GE

განისაზღვრა 7 სხვადასხვა ტრენინგ-მოდულის შინაარსი, რომელთა გავლაც აღმზრდელ-პედაგოგებს მოუწევთ – დოკუმენტები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით ცვლილება შევიდა „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

ცვლილების შემდეგ, გივი მიქანაძის ბრძანებით ახლებურად განისაზღვრა როგორც სახელწოდება – „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები“ და ისე თითოეული ტრენინგმოდულის შინაარსი, მასში მონაწილე პირთა დასაშვები რაოდენობა, ხანგრძლივობა და დროში განაწილება, ტრენინგმოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი, მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები და ა.შ.

გაეცანით ტრენინგ-მოდულების შინაარსს დეტალურად:

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული

„თამაში“

სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა

ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში

ბავშვის განვითარება

ადრეული ინკლუზიური განათლება

ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ტრენინგ-მოდულები მიზანია აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება.

ვინ იქნებიანკონკრეტული ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფი:

1. ამ დანართის დანართი №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:

ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;

ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომელთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;

დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;

ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულზე.“;

2. ამ დანართის დანართი №2–№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:

ა) პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე;

ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 – ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;

დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;

ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ზე და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული.

განათლების მინისტრის ბრძანება ძალაშია 4 მაისიდან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური