GE

რომელ უნივერსიტეტს ირჩევენ საქართველოს ყველაზე რეიტინგული სტუდენტები?

როგორია 50 ყველაზე რეიტინგული სტუდენტის არჩევანი – რომელ უნივერსიტეტს ანიჭებენ პრიორიტეტს? გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების (2013) სტატისტიკას.

სტუდენტთა რეიტინგი შედგენილია მათ მიერ მოპოვებული საკონკურსო ქულების მიხედვით. ქვემოთ კი მოცემულია 50 რეიტინგული აბიტურიენტიდან რამდენი ჩაირიცხა კონკრეტულ უნივერსიტეტში.

1. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – 25 აბიტურიენტი
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 18 აბიტურიენტი
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 4 აბიტურიენტი
4. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი
5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 1 აბიტურიენტი.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, ყველაზე მეტი რეიტინგული აბიტურიენტი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.

500 ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტის არჩევანი კი ასე გამოიყურება:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 200 აბიტურიენტი
2. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – 187 აბიტურიენტი
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 62 აბიტურიენტი
4. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი – 12 აბიტურიენტი
5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 10 აბიტურიენტი
6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 8 აბიტურიენტი
7. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 6 აბიტურიენტი
8. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი – 3 აბიტურიენტი
9. GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – 2 აბიტურიენტი
10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი) – 2 აბიტურიენტი
11. კავკასიის უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი
12. საქართველოს უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი
13. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი
14. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – 1 აბიტურიენტი
15. სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 1 აბიტურიენტი.

წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური