SANGU-ში მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
8 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მედალოსანი კურსდამთავრებულების წახალისების პარალელურად, SANGU განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერასა და მოტივაციას და უნივერსიტეტისგან ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცათ იმ მედალოსან სტუდენტებს, რომლებიც სანგუში N1 პრიორიტეტული არჩევანის საფუძველზე ჩაირიცხნენ.
სტუდენტები დააჯილდოვეს:
- რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა;
- პრორექტორმა, პროფესორმა არჩილ ყანჩაველმა;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა;
- ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა
- ლევან ქისტაურმა;
- კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ;
- სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ნიკოლოზ კოკაიამ.
მედლის მფლობელები გახდნენ წარმატებული სტუდენტები:
- ანა კოპალიანი
- მარიამ შიუკაშვილი
- დიტო ბაღიშვილი
- ლუკა ჯანაშვილი
- გიორგი კირაკოზაშვილი
- თინიკო გოგოლაური
- ხატია თეთრაული
- ნინო კოკაია
SANGU წარმატებებს უსურვებს მათ აკადემიურ და პროფესიულ გზაზე!
-
SANGU-მ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებს უმასპინძლა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„AI – შენი კრეატიული თანაშემწე“ – SANGU-მ მოსწავლეებს უმასპინძლა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა – რას ისწავლით
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი