რას ნიშნავს ეკლესიის ჩართულობა სკოლის სასწავლო პროგრამის შედგენაში – მარიამ ჯაშის ინიციატივა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე მერიამ ჯაში სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ამგვარად თავიდან ავიცილებთ ისეთ აჟიოტაჟს, როგორიც უკვე შემუშავებული პროგრამის- საგან „მე და საზოგადოების“ განხილვებს მოჰყვა.
ამბობს, რომ კომიტეტის მუშაობის პროცესში ამგვარი ქმედება შესაძლებლობას იძლევა ფართო კონსულტაციების მეშვეობით მივიღოთ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ინიციატივების შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების დარგების შემდგომ განვითარებას ეხება.
მარიამ ჯაში: ისინი უნდა ჩაერთონ საკონსულტაციო პროცესში, რადგან გადაწყვეტილების მიღება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა. მაგალითად, ყველას გვახსოვს, როდესაც სასკოლო პროგრამებში ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების, მათ შორის რეპროდუქციული საკითხების სწავლების ინიციატივა გაჩნდა, ამას ძალიან სერიოზული კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საკმაოდ ხანგრძლივი და მწვავე კრიტიკა იყო.
–საგან „მე და საზოგადოებას „გულისხმობთ?
–მ.ჯ: დიახ. იმ პერიოდში საქართველოში არ გახლდით, მაგრამ მახსოვს, რომ ეს თემა ძალიან ფართოდ განიხილებოდა. სწორედ იმიტომ, რომ უკვე შემუშავებულ პროგრამებზე კრიტიკული შენიშვნები გამოვრიცხოთ, ნებისმიერი მსგავსი კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო გზა პროგრამების შემუშავების პროცესში, საკონსულტაციო რეჟიმში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ჩართვა და მოსაზრებების შეჯერებაა.
თუკი ჩვენ აზრს საერთაშორისო ორგანიზაციებს ვეკითხებით, თუკი არასამთავრობო სექტორი გვყავს ჩართული, ვფიქრობ, განსაკუთრებით სენსიტიური საკითხების განხილვაში, შესაბამისი რჩევებისათვის, ნამდვილად უნდა მივმართოთ რელიგიურ ორგანიზაციებს და მათ შორის ქართული ეკლესიის წარმომადგენლებს.
–გულისხმობთ, რომ არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ, არამედ სხვადასხვა კონფესიებიც?
–მ.ჯ: რა თქმა უნდა. საქართველოში ხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობა ცხოვრობს, ერთმანეთთან მრავალსაუკონოვანი ურთიერთობა და ისტორია გვაკავშირებს და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების ჩართვა ქართულ ეკლესიასთან ერთად თანაბრად იგულისხმება.
–თქვენი ზრით, როგორ უნდა მოხერხდეს მათი ერთ პოზიციაზე შეჯერება იმ პირობებში, როცა ხშირად ერთსა და იმავე საკითხებზე განსხვავებული მიდგომებია თავად მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებშიც კი, ან მათსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის? რთული არ იქნება სხვადასხვა რელიგიის მიმდევარის ერთ პოზიციამდე მიყვანა?
–მ.ჯ: აქ ისევ და ისევ საუბარი საკონსულტაციო რეჟიმზე და მოსაზრებების შეჯერებაზეა. ამის პრაქტიკა არსებობს. ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში, როგორიც გაეროა, ათასწლეულის განვითარების პროგრამის სამოქმედო პლატფორმაში, სამუშაო პროცესში, ამა თუ იმ საკითხის განხილვასა და განხორციელებაში ცალკე მიმართულება რელიგიური ორგანიზციებისა და რელიგიური ლიდერების ჩართულობას ეთმობა.
ამდენად, მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს. საექსპერტო საბჭოები, საკონსულტაციო კომიტეტები, სამუშაო ჯგუფების ფორმატი აბსოლუტურად მისაღები და პრაქტიკაში დანერგილია. ამიტომაც ვფიქრობ, მსგავსი ფორმატით მუშაობა ჩვენთანაც შესაძლებელია.
თაკო არის© მათეშვილი
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი