GE

რას უნდა დააკვირდეს აბიტურიენტი ცნობარში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე 2022 წლის აბიტურიენტებისთვის იმ საკითხებზე საუბრობს, რაც აპლიკანტებმა აბიტურიენტის ცნობარის გაცნობისას უნდა გაითვალისწინონ და ამბობს, რომ არის შემთხვევა, როცა ინფორმაციის მიუღებლობის გამო, აბიტურიენტი შესაძლოა ვერ ჩაირიცხოს კონკრეტულ პროგრამაზე.

30 მარტს “ნაეკის” ხელმძღვანელმა დეტალურად განმარტა რა საჭიროებს ყურადღების გამახვილებას აბიტურიენტისგან:

“აბიტურიენტის ცნობარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სწორად გავიაროთ რეგისტრაცია და სწორად ავირჩიოთ საგნები. ანუ აქ აბიტურიენტი აკვირდება, რომელ უნივერსიტეტს რა საგნებით აქვს გამოცხადებული მიღება. ასევე როგორია მესამე საგნის არჩევანი, შეიძლება, ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე საგნები არ იყოს ასარჩევი. აბიტურიენტი ასევე უნდა დააკვირდეს, რა არის გადასახადი თითოეული პროგრამის შემთხვევაში, ვინაიდან გადასახადი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, რასაც გრანტის ოდენობით სახელმწიფო აფინანსებს. ასევე უნდა დააკვირდეს რომელ ქალაქში ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, იმიტომ, რომ არის ზოგიერთი უნივერსიტეტი სხვადასხვა ქალაქში ახორციელებენ პროგრამებს და ზოგჯერ აბიტურიენტები არ აკვირდებიან, ჰგონიათ რომ ავტომატურად ან თბილისშია ან ბათუმშია ესა თუ ის პროგრამა და შემდეგ, როცა ჩაირიცხებიან, აღმოაჩენენ, რომ სხვა ადგილას ჩაირიცხნენ. ამიტომ, ეს ყველა ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ შემთხვევებში 2022 წლის აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება – დეტალები

“ასევე, ცნობარში არის მოცემული ზღვარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაწესებული გვაქვს მინიმალური ბარიერი, მაგრამ ზოგიერთი უნივერსიტეტის პროგრამა ზრდის ამ ბარიერს. მაგალითად, თუ უცხოურ ენაში ჩვენ გვაქვს დავუშვათ 20%, ზოგიერთი უნივერსიტეტის შემთხვევაში შეიძლება იყოს 40 ან 50 პროცენტი. ამიტომ ამასაც უნდა დააკვირდნენ, რადგან თუ ამ პროგრამას აირჩევენ და შემდეგ უცხო ენაში არ გადალახავენ იმ მაღალ ბარიერს, რაც პროგრამამ დააწესა, მაშინ ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ჩაირიცხებიან ამ პროგრამაზე“, – ამბობს “ტელეკომპანია იმედის” პირდაპირ ეთერში სოფო გორგოძე.

წელს ბარიერი ჩვენ მიერ დაწესებული რაცაა არიოს 20-25% სხვადასხვა საგნების მიხედვით.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური