ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
2026 წლის 9 მარტს, მოორიგი ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხ პირთა ოდენობების შესახებ დადგენილებაში.
კერძოდ, შეიცვალა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილება „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ“.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკრეტულ პროგრამებზე კვოტები გაზრდილია და ჯამში 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა 21 589 პირველკურსელი უნდა მიიღონ.
გაზრდილია მაგისტრატურაზე მისაღები ადგილების რაოდენობაც და ახალი დადგენილებით 3 365-ით განისაზღვრა.
განახლებული დეტალური მონაცემების სანახავად იხილეთ ორი დანართი:
ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები და მისაღები ადგილები უნივერსიტეტების მიხედვით
ის, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება შეიცვლებოდა, 14 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც ირაკლი კობახიძემ ამ მიმართულებიც განცხადება პირდაპირ ეთერში გაააკეთაა.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი
-
„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით
by განათლებული ბლოგი
-
VII–XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – სპეციალისტის მითითებები გამოსაცდელებს
by ARIS.GE-განათლება