GE

რატომ თავისუფალი უნივერსიტეტი?

[31.05.2013] სიახლე!თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე სტუდენტი მიიღებს ცოდნის ფონდის 12 000 ლარიან სასწავლო გრანტს, რომელიც ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 3000 ლარით შეამცირებს.

თავისუფალი უნივერსიტეტი – სწავლების მაღალი ხარისხი და პრაქტიკული გამოცდილება!

თავისუფალი უნივერსიტეტი არის განათლების ლიდერი საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე და პრაქტიკაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია შექმნას სწავლებისა და კვლევის ისეთი გარემო, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოში და ხელმისაწვდომი გამორჩეული ახალგაზრდებისთვის.

თავისუფალი უნივერსიტეტი დაარსებისთანავე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირველ ადგილზე იმყოფება ეროვნული გამოცდების საშუალო ქულების მიხედვით; ამ პირველობას უნივერსიტეტი განვლილი ხუთი წლის მანძილზე უცვლელად ინარჩუნებს. და მაინც, რატომ თავისუფალი უნივერსიტეტი?

სწავლების მაღალი ხარისხი, პრაქტიკული გამოცდილება, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება, საუნივერსიტეტო ცხოვრება, გაცვლილითი პროგრამები და დასაქმების მაღალი პოტენციალი – ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც აბიტურიენტს აქ ჩაბარების შემთხვევაში ელოდება.

სიახლე თავისუფალ უნივერსიტეტში
წელს, უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი საჩუქარი მოუმზადა.თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე სტუდენტი მიიღებს ცოდნის ფონდის 12 000 ლარიან სასწავლო გრანტს, რომელიც ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 3000 ლარით შეამცირებს. დარჩენილ თანხას სტუდენტი სტანდარტულად გადაიხდის.

თავისუფალი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები/სკოლები

ბიზნეს სკოლა (ESM) – კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის მიხედვით, ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია. სწავლის პროცესშივე სტუდენტს შესაძლებლობა აქვს შექმნას რეალური ბიზნესი, მიიღოს კონსულტაციები. დაეუფლოს ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს. მეოთხე კურსზე გაივლის სავალდებულო პრაქტიკას, რომელიმე ორგანიზაციაში. სტუდენტებისათვის ეს პირველი ანაზღაურებადი სამსახურია, რაც შემდგომში მათ წარმატებულ კარიერას განაპირობებს. ამ სკოლაში სწავლობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და თი-ბი-სი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი – აქ შეისწავლით საერთაშორისო ურთიერთობის თეორიასა და პრაქტიკას, მსოფლიოს ისტორიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და იდეოლოგიურ ასპექტებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებსა და მიმდინარე პროცესებს. ამავდროულად, დაეუფლებით არჩეულ ენას და შეისწავლით შესაბამისი რეგიონის ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ჰუმანიტარულ საკითხებს. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა გთავაზობთ შორეული აღმოსავლეთის, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის (ევროპა და აშშ) მიმართულებებს. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი თანამშრომლობს: სამსუნის, ბალამანდის, ალექსანდრიის, კაიროს, ბაღდადის, ალეპოს, თიშრინის, ქსიანჯიატონგის, ლანჭოუს, მალტის, მონტანას, ვაშინგტონის უნივერსიტეტებთან; ასევე, დამასკოს არაბული ენის შემსწავლელ ცენტრთან, რას ელ ხაიმას დოკუმენტთა და კვლევის ცენტრთან, ფინეთის ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან. თავისუფალ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ჩინეთის მთავრობასთან ერთად დაფუძნებული კონფუცის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და ლინგაფონური კაბინეტი, რაც ჩინური ენის შესწავლას საგრძნობლად გაგიადვილებს.

სამართლის სკოლა – სამართლის სკოლის პროგრამა გამოირჩევა სამართლის სწავლების ინტერდისციპლინური მიდგომით − სტუდენტის გამოცდილების ნაწილია მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების ანალიზი ეკონომიკისა და სხვა სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივიდან. სამართლის სკოლამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში „სამართლისა და ეკონომიკის“, როგორც აკადემიური დისციპლინის, შესწავლის ტრადიციას.

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებათა სკოლა – გამოირჩევა სწავლების განსაკუთრებული მეთოდით, რომელიც დანერგილია დასავლეთის ბევრ უნივერსიტეტში და მას სოკრატეს მეთოდი ეწოდება. დღეს მას იყენებენ ისეთი წამყვანი ინსტიტუტები, როგორიცაა ჩიკაგოს (აშშ),, ოქსფორდის და კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი ბრიტანეთი) უნივერსიტეტები. ამ მეთოდის საშუალებითა სტუდენტი ისწავლის მნიშვნელოვან საკითხებზე კრიტიკული კითხვების დასმას, დამოუკიდებლად აზროვნებასა და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტას, რაც სჭირდება წარმატებულ მმართველს!

ფიზიკის სკოლა – 2011 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად მხოლოდ 15 წარმატებულ აბიტურიენტს იღებს. სასწავლო პროგრამა შედგენილია მსოფლიოს წამყვანი სასწავლო დაწესებულებების − მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ); სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ); შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტის; კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ); კალიფორნიის უნივერსიტეტის(აშშ) − სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე. სკოლაში არსებობს ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიაში. ასევე, სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონკურსი ფიზიკაში. გამარჯვებული სტუდენტი (ან სტუდენთა სტუდენთა ჯგუფი) მოხსენებას წარადგენს საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე (2013 წელს ასეთი კონფერენცია კონფერენცია ტარდება შოტლანდიაში).

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) – პროგრამა შემუშავდა მსოფლიოს წამყვანი სასწავლო დაწესებულებების − კარნეგი მელონისა და სტენფორდის უნივერსიტეტების (აშშ), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ), ჯორჯიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ), შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამის ანალიზის საფუძველზე და საქართველოს უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით. საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტი დაეუფლება პრაქტიკულ უნარებს. იმუშავებს წამყვან ორგანიზაციებში რეალურ პროექტებზე და უცხოელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პროექტებში.

დასაქმება – უნივერსიტეტში შექმნილია დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც იკვლევს სამუშაო ბაზარს, ეძებს შესაბამის ვაკანსიებს და აწვდის სტუდენტებს ინფორმაციას ამ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. მთელი წლის მანძილზე სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაესწრონ შეხვედრებს და წარმართონ მოლაპარაკება სხვადასხვა ცნობილ დამსაქმებელ კომპანიებთან, რომელთა წარმომადგენლებიც პირადად ეცნობიან მათ, მიიჩნევენ მომავალ თანამშრომლებად და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

საუნივერსიტეტო გარემო – შექმნილია ნათელი და კომფორტული აუდიტორიები; 20 ტექნიკურად უზრუნველყოფილი სასწავლო ლაბორატორია, რომელთა რიცხვი იზრდება; 50 თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორია; საკონფერენციო დარბაზები; სკვერები და სარეკრეაციო ზონები; კომფორტული კაფეტერია;» უკაბელო ინტერნეტი საუნივერსიტეტო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სარეკრეაციო ზონებშიც.

გარდამავალი დაფინანსება: ”ისწავლე დღეს-ასწავლე ხვალ”– 2010 წლიდან თავისუფალ უნივერსიტეტში ამ დაფინანსებით სარგებლობს 423 სტუდენტი. თუ აირჩევ გარდამავალ დაფინანსებას, შეგეძლება ბაკალავრიატზე სწავლის დროს (4 წლისგანმავლობაში) არ გადაიხადო სწავლის საფასური და შემდეგ კი 4 წლის მანძილზე დააფინანსო მომავალი თაობის სტუდენტების სწავლა.

სიახლე: გარდამავალი დაფინანსების დამატებითი კომპონენტი არათბილისელთათვის – თუ აირჩევ გარდამავალ დაფინინსებას და ამასთან: გაქვს 100%–იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი; ხარ საქართველოს რეგიონიდან და არ გაქვს თბილისში ცხოვრების საშუალება; თანახმა ხარ ჩაერთო უნივერსიტეტის საქმიანობაში – საორგანიზაციო ან კვლევით სამუშაოებში (კვირაში მხოლოდ 5 საათი); მაშინ, 4, წლის განმავლობაში (წელიწადში 10 თვე), ცოდნის ფონდისგან მიიღებ დამატებით 200 ლარს თვეში, რომლის საშუალებითაც, სწავლის პერიოდში თბილისში ცხოვრებას შეძლებ.

გაცნობითი პროგრამები – თავისუფალი უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს გაცნობით პროგრამებს აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც მე-12 კლასელებს საშუალება ეძლევათ გამოცდების ჩაბარებამდე, დროებით, ჩვენი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.

ბაზალეთის სასწავლო ცენტრი – აქ მოქმედებს მოკლევადიანი პროგრამები, სადაც შეგიძლითა არა მარტო ისწავლოთ, არამედ შინაარსიანად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო. ბაზალეთის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურად მასპინძლობს ათობით ზამთრისა და ზაფხულის სკოლას, რომელიც სტუდენტებისთვისაა გათვლილი. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით ჩვენს ცენტრში ყოველ ზაფხულს ტარდება ლიდერობის საერთაშორისო სკოლა. უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან ერთად წელიწადში ორჯერ, ზამთარსა და ზაფხულში იმართება საერთაშორისო სკოლები, რომლებიც შეეხება საქართველოსთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.

ბიბლიოთეკა – თავმოყრილია სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის აუცილებელი სახელმძღვანელოები, ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები, როგორც ბეჭდური ასევე ელექტრონული სახით. ჩვენს 17 ათასიან ბეჭდურ ფონდში თავმოყრილია საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსები ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, აღმოსავლური ენების, ისტორიის, კულუტრის, საბუნებისმეტყველო მიმართულებით და სხვა. აგრეთვე – ენციკლოპედიები და ლექსიკონები.ასევე, ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია სასწავლო სახელმძღვანელოები. ეს ბაზა ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის შიდა ქსელში. ბიბლიოთეკა აღჭურვილია ელექტრონული კატალოგით, რომელიც განთავსებულია საიტზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური