GE

CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“

10-14 დეკემბერს მსოფლიო უნივერსიტეტის ქსელის – The Times Higher Education-ის ორგანიზებითა და შივ ნადარის უნივერსიტეტის მასპინძლობით, ინდოეთის დედაქალაქ დელიში იმართება ინოვაციების სამიტი, რომლის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების როლის განსაზღვრა გლობალური ინოვაციების გაძლიერებაში.

თანამედროვე საზოგადოების ყველაზე მწვავე სისტემური გამოწვევებისა და პრობლემების ანალიზის შედეგად, უნივერსიტეტები ქმნიან მდგრად მეთოდოლოგიურ მიდგომებს ტექნოლოგიური ინოვაციების, ორგანიზაციული პროცესებისა და ინსტიტუციური სერვისების ინტეგრაციის გზით.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხისა და ინოვაციების გუნდის წევრები: ვიცე რექტორი – თამარ ინასარიძე, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ეკატერინე ჭალაგანიძე და მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი – ზაზა ხაჭიპერაძე.

შეხვედრისას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენლებმა სწავლების ინოვაციური მიდგომები გააზიარეს.

12 დეკემბერს CIU-ს წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ ქალაქ დელის ერთ-ერთ წამყვან SGT უნივერსიტეტს, შეხვდნენ ვიცე კანცლერს – პროფესორ მადან მოჰამ ჩატუვედის და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსს – პროფესორ რეშუ სანანს, დაათვალიერეს მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიული ბაზები, კლინიკური უნარ-ჩვევებისა და სიმულაციური ცენტრი, მასობრივი კომუნიკაციისა და მედიატექნოლოგიების ფაკულტეტის მედიამუზეუმი.

შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური