500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ცნობილია ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის პრიორიტეტები და პროგრამები, რომელთა შორის არის როგორც სტუდენტთა წახალისებისთვის განსაზღვრული თანხები, ასეცე ერთჯერადი სოციალური დახმარების ოდენობები როგორც არასრულწლოვნების, ასევე სტუდენტებისთვის.
როგორც დეკემბერში დამტკიცებულ დადგენილებაშია აღნიშნული, სხვადასხვა წახალისებისა თუ დახმარების მიღებისთვის პირი კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
წარმატებული სტუდენტების წახალისება:
ამ ქვეპროგრამის განმახორციელებელია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კერძოდ კი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.
“პროგრამით გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისება საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი თანადაფინანსების წესი პირობები და ოდენობა. ქვეპროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება.
მაშ შორის: სახელმწიფო სასწავლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა წახალისება მოიცავს ერთჯერად ფულად ჯილდოს შემდეგი ოდენობით: 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი, 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი და 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი.
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა წახალისება მოიცავს იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გასული სასწავლო წლის (ორი სემესტრი) განმალობაში არჩეულ თითოეულ საგანში მიღებული აქვს 91 ქულა ან მეტი, მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით”, – ვკითხულობთ ერედვის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერილ დადგენილებაში.
გარდა ამისა, დადგენილებით განსაზღვრულია ზოგიერთი კატეგორიის სტუდენტის მგზავრობის ხარჯების დაფინანსება გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:
“საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტის მგზავრობის ხარჯების დაფინანსება მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში და მიემგზავრებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად, დაუფინანსდებათ უცხო ქვეყანაში ჩასვლისა და საქართველოში დაბრუნების ხარჯები, არაუმეტეს 1000 ლარი ოდენობით. მგზავრობის ხარჯი დაფინანსდება იმ შემთხვევაში თუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ ფინანსდება”.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანთა და სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
ამ შემთხვევაშიც ქვეპროგრამის განმახორციელებელია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ვინ იღებს ერთჯერად დახმარებას:
ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ასევე იხილეთ:
„2024 წლის სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება“
- ფინანსთა მინისტრი: „ბაღების პერსონალის ხელფასი მომავალ წელს 125 ლარით გაიზრდება, სკოლის ადმინისტრაციის 10%-ით“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება