პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ერთ-ერთ მოადგილედ დღეს, 13 დეკემბერს, ახლადდამტკიცებული დეპუტატი, პაატა სალია აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანოში პაატა სალია პარტიული სიით მოხვდა.
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტს პაატა სალიას კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.
პაატა სალიას მოადგილედ არჩევა მიულოცა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
პაატა სალიას ბიოგრაფიული მონაცემები ჯერ არ გასაჯაროებულა, ცნობილია, რომ ის 1972 წლის 6 ივნისს დაიბადა, ხოლო საზოგადოებისთვის რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, როგორც ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” გენერალური დირექტორი.
ასევე იხილეთ:
პარლამენტის განათლების კომიტეტის 7 წევრის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება
XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება