რატომ არ დაუშვებს NAEC-ი გამოცდაზე ერთი წუთით დაგვიანებულ აბიტურიენტს – ნინო წერეთლის განმარტება

„თუ აბიტურიენტმა გამოცდაზე ერთი წუთით დაიგვიანა, ტესტირებაზე არ შეუშვებენ?“ – ამ კითხვით მიმართა 2025 წლის აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო წერეთელს 20 მარტს გამართულ ღია კარის დღეზე.
ნინო წერეთელი ამბობს, რომ მსგავსი არ მომხდარა და დაგვიანებულ აბიტურიენტს არასოდეს შეუშვებენ ტესტირებაზე.
არგუმენტები კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ასეთი აქვს:
„ძალიან ხშირად ამბობენ ასეთ რაღაცას: 1 წუთი დამაგვიანდა და მერე რა მოხდა?! არა ჩემო კარგებო, ერთი წუთით არ დაგაგვიანდათ, თქვენ საათი და ერთი წუთი დაგაგვიანდათ. იმიტომ, რომ საგამოცდო ბარათი, რომელსაც თქვენ ამობეჭდავთ, იქ აუცილებლად იქნება რეგისტრაციის დაწყების დრო, როგორც წესი, ეს გახლავთ დილის სესიაზე 08:00 საათი და შუადღის სესიაზე 14:00 საათი, სამზე უკვე გამოცდა იწყება. შესაბამისად, ეს რას ნიშნავს, იქედან გამომდინარე, თუ რომელ სესიაზე ხართ, აუცილებლად 08:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ პირველი სესიის დროს და მეორე სესიის დროს 14:00 საათზე.
„როცა ამბობენ, რომ 1 წუთი დამაგვიანდა, რადგან გამოცდა მქონდა 09:00 საათზე, ერთი წუთით გვიან რომ გამოცხადდით, ეს საათით და ერთი წუთით დაგვიანებაა. საგამოცდო ბარათზე პირდაპირ მითითებულია, რომ რეგისტრაცია იწყება რვა საათზე”, – განმარტა ნინო წერეთელმა.
NAEC-ის დირექტორის თქმით, დამატებითი არგუმენტია ისიც, რომ დაგვიანებული აბიტურიენტის ტესტირებაზე დაშვება ხელს უშლის სხვა, დროულად გამოცხადებულ გამოსაცდელებსაც.
„მე გირჩევთ, ადრე მოხვიდეთ. ყველა შემთხვევაში, გამოცდა ღელვასთან არის დაკავშირებული. როდესაც თქვენ მოხვალთ რვა საათზე, პირველი სესიის შემთხვევაში, მშვიდად, წყნარად გაივლით რეგისტრაციას. თქვენს საგამოცდო ბარათზე პირდაპირ წერია რომელ სექტორში უნდა შეხვიდეთ, რომელი ადგილია მითითებული. მიხვალთ მშვიდად და მოირგებთ გარემოს თქვენთვის, დამშვიდდებით. მეც კი, ახლა რომ გამოცდაზე გავდიოდე, აუცილებლად ვიღელვებდი. ეს ბუნებრივი პროცესია. ამიტომ, გირჩევთ, მობრძანდით რეგისტრაციის გავლის დროს და ის ერთი საათი გამოიყენეთ იმისათვის, რომ დამშვიდებულმა დაიწყოთ საგამოცდო პროცესი 09:00 საათზე. ეს არის ერთი მიზეზი [ტესტირებაზე არდაშვების] და მეორე მიზეზიცაა: მაგალითად, ცხრა საათსა და ერთ წუთზე შემოდიხართ და დაგვიანებული დაგიშვათ გამოცდაზე, სხვა აბიტურიენტები, რომლებიც ადრე გამოცხადდნენ, არ დაუგვიანიათ, მათთვისაც ხომ ხელისშემშლელი ინება?!. თქვენი სკოლის ჭიშკრამდე რაღაც დრო ხომ გჭირდებათ, რომ თქვენს სექტორამდე მოხვიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ 5 – 10 წუთი მოგიწევთ შესვლა. ჩემო კარგებო, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს იმ 14 გამოსაცდელზე, რომლებიც თქვენს სექტორში იქნებიან და დაწყებული იქნება საგამოცდო პროცესი”, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ტესტირების დაწყებამდე, პირველი რამოდენიმე წუთი, ცენტრის თანამშრომლების მიერ აბიტურიენტებისთვის საგამოცდო პირობების გაცნობას ეთმობა.
“ამიტომ, შეუწყვეთ ხელი ამ სიმშვიდეს და რეგისტრაციის დაწყების ვადა, რაც მითითებული გაქვთ საგამოცდო ბარათზე, ამ დროს გამოცხადდით გამოცდებზე”, – აღნიშნა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
ასევე იხილეთ:
„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1 409 ლარია – საქართველოში კი საშუალო ხელფასი 2 217 ლარს აღწევს – უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
-
თანამდებობა – კონსულტანტი – IBSU-მ გიორგი ამილახვარის რექტორად დანიშვნის ფაქტი უარყო by ARIS.GE-განათლება
-
გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა by ARIS.GE-განათლება