„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ

2025 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აპლიკანტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიახლე აქვს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა დღეს, 6 მარტს, პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ გვაქვს მცირე სიახლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოსაცდელებისთვის, რომელიც ეხება აბიტურიენტებსაც, მაგისტრობის მსურველებსაც და გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებსაც. გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, ის, ვინც 2 აპრილის 18:00 საათამდე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდის, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო, ბოლომდე ვერ მიიყვანს რეგისტრაციის პროცესს, მას ექნება საშუალება, რომ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია. მთავარია, საფასური იყოს გადახდილი. ეს ეხება სამივე გამოცდის მონაწილეებს”, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.
ნინო წერეთელმა სიახლის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში ცენტრს საკმაოდ მაღალი მიმართვიანობა ჰქონდა.
“რეგისტრაციის დაუსრულებლობის გამო აპლიკანტს განცხადება უნდა დაეწერა, გამოცდების ცენტრში მოსულიყო, შემდეგ განვიხილავდით იყო თუ არა ეს საპატიო მიზეზი… რატომ ვაწვალოთ ეს ადამიანები?! ამიტომ ვთქვით, რომ გახსნილი გვექნება ფანჯარა, ოღონდ ეს იქნება აუცილებელი, რომ რეგისტრაციისთვის საფასური ჰქონდეს გადახდილი. ამით ნებაა გამოვლინებული”, – განმარტა ნინო წერეთელმა.
ასევე იხილეთ:
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება – პროცედურა და ვადები
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა – ვის ეხება მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება
-
„ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული“ – რას ამბობდა ვაჟა-ფშაველა დედის როლზე by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია by ARIS.GE-განათლება