GE

განათლების სამინისტრო SANGU-ს 2 მილიონამდე ლარით დაეხმარება – განკარგულება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU), დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (ს/წ: 205233022) ფინანსური დახმარების (1,890,490.00 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები“, – ვკითხულობთ მთავრობის განკარგულებაში.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფონდს 5 მილიონ ლარზე მეტით დაეხმარება – განკარგულება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური