GE

რატომ უნდა ავირჩიოთ “სულაკაურის გამომცემლობის” გრიფირებული სახელმძღვანელოები?

სასკოლო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ 2019 წლის 24 ივნისს დასრულდა მეშვიდე კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი და ახლა სკოლებს აქვთ საშუალება, აირჩიონ სასურველი წიგნი. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ პირად საუბრებში აქტიურად განიხილავენ სახელმძღვანელოებსა და გრიფირების კონკურსს. გამომცემლობების წარმომადგენლებიც ჩართულნი არიან სახელმძღვანელოების პრეზენტაციების პროცესში და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სთავაზობენ ახალ, საინტერესო და მრვალფეროვან სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსებს.

რით გამოირჩევა „სულაკაურის გამომცემლობის“ ავტორთა ჯგუფების მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები და რატომ უნდა შეაჩეროს სასკოლო საზოგადოებამ მათზე არჩევანი? – სწორედ ამ და სხვა კითხვებს ვუპასუხებთ წინამდებარე სტატიაში.

დაწვრილებით ინფორმაციას გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების შესახებ იხილავთ გამომცემლობის ვებ-გვერდზე www.sulakauri.ge, სადაც განთავსებულია სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები.

ქვემოთ მოცემულია იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლებშიც გამომცემლობამ მოამზადა სახელმძღვანელოები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და მიიღო შესაბამისი გრიფი:

ქართული 7 (ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი, მაია მენაბდე, ელისო ნიჟარაძე)

ქართული ენა – მოსწავლის წიგნი
ლიტერატურა – მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

მათემატიკა 7 (ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი)

მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

გეოგრაფია 7 (მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე)

მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

ბიოლოგია 7 (რუსუდან ახვლედიანი, ნატო შათირიშვილი, მზია სულამანიძე)

მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

ხელოვნება 7 (ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია)

მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

ინგლისური ენა 7 (ადაპტაციის ავტორი: თამარ ჯაფარიძე)

მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

გერმანული ენა 7 (ადაპტაციის ავტორები: შორენა კვანჭიანი, ნინო გიორგანაშვილი)
მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

მოქალაქეობა 7 (ნინო ტალახაძე, ლევან მოსახლიშვილი, თეონა ბექიშვილი) – ეს სახელმძღვანელო გამომცემლობა „სიდისა“ და „ სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივი პროდუქტია.

მოსწავლის წიგნი
მასწავლებლის წიგნი

ქართული (ID 1159) – ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო, სტანდარტის შესაბამისად, სამი ნაწილისაგან, სამი თემატური ბლოკისაგან შედგება: „ადამიანი და სამყარო მის ირგვლივ“, „ძველად და ახლა“, „მარადიული ძიებები“.

ყოველ თავში მასალა (ტექსტები, თეორიული საკითხები) ამ თემატურ ერთეულთან შესაბამისადაა შერჩეული და დალაგებული. თანაც, ტექსტები ისეა შეკრებილი, რომ სრულად შეესაბამება თავებში მოცემულ თეორიულ საკითხებს. ტექსტები ჟანრობრივად მრავალფეროვანია, რაც ხელს უწყობს მოსწავლეს, ამა თუ იმ თემის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ტექსტს გაეცნოს და მისთვის რუტინად არ იქცეს სასწავლო პროცესი. დიდტანიანი წიგნებიდან ფრაგმენტები ისეა შერჩეული, რომ მოზარდები დააინტერესოს და მათში ამ ნაწარმოებების წაკითხვის სურვილი აღძრას.

კითხვების, სავარჯიშოებისა და დავალებების ბლოკი დაგეხმარებათ მოსწავლეები გაიყვანოთ ესგ-ით განსაზღვრული შედეგებზე და მიაღწიოთ სტანდარტით განსაზღვრულ თითოეულ მიზანს.

მათემატიკა (ID 1086) – სახელმძღვანელოს ყოველი პარაგრაფი იწყება თანმიმდევრული და ამომწურავი თეორიული მასალით, რომელსაც ახლავს სავარჯიშოები როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობისთვის. სავარჯიშოები მოცემულია არა მხოლოდ პარაგრაფის, არამედ ყოველი თავის ბოლოსაც შემაჯამებელი დავალებებისა და ტესტების სახით, რაც მოსწავლეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის შემოწმებასა და თვითშეფასებაში. თითოეული კლასის მოსწავლის წიგნის ბოლოს მოცემული სხვადასხვა სირთულის ამოცანები უზრუნველყოფს მთელი კლასის ჩართულობას. მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, კლასშივე ან კლასგარეშე შეასრულონ როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური პროექტები. მოსწავლის წიგნის არეებზე გატანილი მათემატიკური თავსატეხები და სახალისო ამოცანები საინტერესოდ აქცევს საგაკვეთილო პროცესს.

გეოგრაფია (ID 1071) – გეოგრაფიის სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული ტექსტური ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცოდნა-ინფორმაციის მოწოდებას, არამედ I-VI კლასებში ნასწავლი მასალის გააზრებას.
სახელმძღვანელოს საგაკვეთილო ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა (თემატური რუკები, ნახაზები, ცხრილები, დიაგრამები, სქემები, ინფოგრაფიკები და სხვ.), ილუსტრაციები და თემატური მასალა (საინტერესო ცნობები, ფაქტები, მაგალითები).
კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, გაანალიზების, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

ბიოლოგია (ID 1129) – ბიოლოგიის მოსწავლის სახელმძღვანელოს ტექსტურ ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი ილუსტრაციები, ცხრილები, სქემები, დიაგრამები. მათ უმრავლესობას ახლავს კითხვები და დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განივითარონ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაანალიზების შესაძლებლობები; ჩამოუყალიბდეთ ვარაუდის გამოთქმისა და წარმოსახვის, აგრეთვე დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის ჩვევები.

მოსწავლის სახელმძღვანელოს ბოლოს არის დანართი “თვითშეფასება”. მასში მოცემული ცხრილები ყოველი თავის გავლის შემდეგ მოსწავლეს საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად შეფასების შესაძლებლობას აძლევს.

ხელოვნება (ID 1083) – ხელოვნების სახელმძღვანელო სთავაზობს მოსწავლეებს ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკული სამუშაოს ისეთ ნაზავს, რომ საგნის სწავლა საინტერესო და სახალისო თავგადასავალს ჰგავდეს. სახელმძღვანელოს გამჭოლი ხაზი ქრონოლოგიურად მიჰყვება პრეისტორიული, შუამდინარული, ძველი ეგვიპტის, კრეტა-მიკენისა და ანტიკური ხანის ხელოვნებას. მასალა გამდიდრებულია ანალოგიებითა და ჩანართებით შუა საუკუნეებისა თუ თანამედროვე სახელოვნებო გამოცდილებიდან (ისტორია, ტექნიკები, მასალები). ეს დაეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ თანამიმდევრული ევოლუციისა თუ მკვეთრი ცვლილებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ისტორიული კონტექსტის მნიშვნელობა და ეპოქათა სულისკვეთება. საქართველოს ხელოვნება განხილულია ქრონოლოგიურად პარალელურ რეჟიმში, რათა მოსწავლეებმა გააცნობიერონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და კავშირი სხვა ძველ ცივილიზაციებთან.

მოქალაქეობა (ID 1109) – საგანი „მოქალაქეობა“, უპირველესად, მოზარდის დამოუკიდებელი აზროვნების ფორმირებასა და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

სახელმძღვანელო მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაერკვნენ საკუთარ
უფლებებსა და მოვალეობებში, დემოკრატიის პრინციპებისა და ეკონომიკის
ელემენტების გაგებაში, საკუთარი მოქალაქეობრივი როლის აღქმაში.

სახელმძღვანელოს თითოეულ გაკვეთილში საზოგადოებრივი
ცხოვრების ძირითადი კონცეფციებია განხილული. იგი ახალიცაა და ინოვაციურიც;
სწავლება აქტიური მეთოდებით, პირადი გამოცდილების მეშვეობით მიმდინარეობს.
გაკვეთილებში ინტეგრირებულია სწავლების სხვადასხვა მეთოდი: ჯგუფური სწავლება, მოდელირება, კვლევითი პროექტები, მონაცემთა ანალიზი და საკლასო დებატები.
მოსწავლეები მიეჩვევიან მოქალაქეობრივ აზროვნებას, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და პრობლემებში გასარკვევად გამოადგებათ.

ინგლისური ენა (ID 1127) – NEW BUILDING BRIDGES 7 წარმოადგენს ორ სერიად (NEW BUILDING BLOCKS და NEW BUILDING BRIDGES) დაყოფილი NBB კურსის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს უცხოური ენების შესწავლის ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოში წარმოდგენილ მოთხოვნებს და მოიცავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირველი უცხოური ენის რეცეფციული (კითხვა/ მოსმენა) და პროდუციული (ლაპარაკი/წერა) უნარების VII კლასებისთვის განსაზღვრული ახალი სტანდარტის ყველა საჭირო კომპონენტს.

გერმანული ენა I-VI კლასები (ID 1125) – სახელმძღვანელო Wir neu (A2.1) განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა და ავსტრიული ენის დიპლომის წარმატებით ჩაბარება.

„სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ მომზადებულმა სასწავლო რესურსებმა განათლების ექსპერტთა განსაკუთრებული მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც ოცწლიანი გამოცდილების მქონე საგამომცემლო გუნდისა და ავტორების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგია.

R

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური