GE

როდის დავიწყოთ ინგლისური ენის შესწავლა?

როდის უნდა დავიწყოთ კარიერის აწყობა – ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მესამე კურსიდან თუ დამამთავრებელი კლასიდან?

ალბათ, ამ საკითხზე დაფიქრება უფრო ადრე სჯობს და ყველაზე ადრე ეს მშობლებმა უნდა გააკეთონ. თუმცა, უკიდურესობაში გადავარდნის გარეშე, რადგან სულაც არ არის აუცილებელი ჩვილის მომზადება მინისტრის პოსტისთვის დაბადებისთანავე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მივანდოთ ეს საკითხი დინებას და დავეხმაროთ ბავშვს საიმედო საფუძველი ჩაუყაროს მომავალ წარმატებებს. ინგლისური ენის ცოდნა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ამ საკითზე ზრუნვისას, რისი მტკიცების საფუძველს ორი რამ გვაძლევს.

ინგლისური ენის კარგად ფლობა – ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომელსაც დამსაქმებელი სამუშაოს მაძიებელს უყენებს, განსაკუთრებით კი მაღალანაზღაურებად ვაკანსიებზე. არსებობს პროფესიები, რომლებშიც ამ ენის ცოდნის გარეშე უბრალოდ ვერაფერს გახდებით, მაშინაც კი, თუ კარიერული გზის პირველ საფეხურზე ასვლას იწყებთ. ამას გარდა, ინგლისურის ცოდნა ხელმისაწვდომს ხდის უდიდესი ცოდნის ბაზას და ყველაზე აქტუალურ ინფორმაციას, ეს კი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას.

სასაუბრო ინგლისური საშუალებას გვაძლევს ჩააბაროთ უცხოურ სასწავლებელში და არამარტო ბრიტანულსა და ამერიკულში: ინგლისურ ენაზე უცხოელი სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამასთანავე არსებობს უამრავი პროგრამა ნიჭიერი ბავშვებისთივს, რომლებიც უფასო სწავლის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ენის არცოდნა სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია.

ინგლისური ენის ცოდნის დადებითი მხარეები განვსაზღვრეთ. მაგრამ რაში მდგომარეობს პრობლემა, ამ ენის შესწავლა ხომ სასკოლო პროგრამით არის გათვალისწინებული? იმისათვის, რომ ნამდვილად აითვისო უცხო ენა აუცილებელია ამ ენაზე საუბარი, იდეალურია ამ ენის მატარებელ ადამიანებთან კონტაქტი. სკოლაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუკი საუბარი არ არის სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც გაკვეთილებს ატარებენ ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან მოწვეული მასწავლებლები, ეს კი ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამას გარდა, სასურველია, რომ გაკვეთილები იყოს ინდივიდუალური ან ტარდებოდეს მცირერიცხოვან ჯგუფებში, სხვაგვარად მასწავლებელი ვერ შეძლებს საკმარისი დრო დაუთმოს თითოეულ მოსწავლეს. ასე, რომ თუ თქვენი შვილი მთელი მონდომებით ცდილობს წარმატების მიღწევას და კარგი რეზულტატების ქონას უცხო ენის შესწავლისას, მას ეს ძალიან გაუჭირდება. როგორ დავეხმაროთ მას?

თუ თქვენ კარგად ფლობთ სასაუბრო ინგლისურს, მაშინ შეგიძლიათ დაკავდეთ თქვენს შვილთან ამ ენაზე საუბრით, დაეხმაროთ რთული მომენტების გარკვევისას. ესაუბრეთ ბავშვს ინგლისურად, ეს მისთვის კარგი პრაქტიკა იქნება. ასეთი საუბარი უნდა იყოს რეგულარული. მაგრამ თუ თქვენ არც ისე კარგად ფლობთ ინგლისურ ენას, მაშინ ამ გაკვეთილებს უფრო მეტად ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე სარგებლის.

სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია ისწავლებოდეს სასაუბრო ენის სწორი ფორმა, სწორად გამოთქმა და ამისათივს საუკეთესო საშუალებაა ინგლისურენოვანი პედაგოგის ყოლა. ამაში შეიძლება დაგვეხმაროს კურსები. კურსებზე მეცადინეობა აგებულია სასკოლო გაკვეთილების პრინციპით, მაგრამ მოსწავლეების რაოდენობა ჯგუფში გაცილებით ნაკლებია ვიდრე კლასში. ინგლისურენოვან რეპეტიტორთან მეცადინეობა გაცილებით მომგებიანი ვარიანტია, თუმცა ასეთი მასწავლებლის ნახვა ცოტა არარეალური და ძვირადღირებულიც არის.

გარდა ამისა მეცადინეობა შეიძლება სახლის პირობებშიც, ნებისმიერ ხელსაყრელ დროს, მაგალითად Skype-ის საშუალებით ინგლისურენოვანი ქვეყნების წარმომადგენელ მასწავლებლებთან კონტაქტის დამყარებით. ეს მეთოდი ზედგამოჭრილია მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე საშუალო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ უნდათ გაიუმჯობესონ ცოდნა, რაც გამორიცხულია ხარისხიანი სასაუბრო პრაქტიკის გარეშე. ამასთანავე ამ მეთოდის გამოყენებით კარგი რეზულტატის მიღწევა შესაძლებელია დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში.

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური