როდის გამოქვეყნდება 2018 წლის აბიტურიენტის ცნობარი – მაია მიმინოშვილის განცხადება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტთა 2018 წლის ცნობარი სავარაუდოდ იანვრის შემდეგ, თებერვლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.
როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ამ ეტაპზე უნივერსიტეტებისგან ანკეტა–კითხვარების მიღებაზე მიმდინარეობს მუშაობა და მომავალ წელს ეს პრინციპი უკვე ელექტრონული გახდება.
„15 დეკემბრამდე აქვთ ვადა უმაღლეს სასწავლებლებს წარადგინონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ანკეტა-კითხვარები. ახლა შევსების პროცესია. ჩვენ ამ ანკეტებს ხარისხის განვითარების სამსახურისგან მივიღებთ იანვრის შუა რიცხვებამდე. მომავალ წელს გვექნება პროგრამა და ელექტრონულად იქნება ამ ანკეტების მიღება. როგორც კი შევიყვანთ ინფორმაციას, ცნობარი უკვე მზად იქნება. 15 დეკემბრამდე უმაღლესებს აქვთ ბოლო ვადა ანკეტების წარმოდგენის, შემდეგი ერთი კვირა აუცილებლად აღმოჩნდება შეცდომები, მოხდება უკან დაბრუნება, ისევ გამოგზავნა, მეორეჯერ დაბრუნება და ა.შ. ეს პროცესები როგორც კი ამოიწურება, ცნობარიც მზად იქნება. ვფიქრობ დეკემბრის ბოლომდე ეს ყველაფერი დალაგდება და უკვე თებერვლიდან ცნობარი გვექნება“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
ცნობარი არის აბიტურიენტისთვის აუცილებელი დოკუმენტი, საინფორმაციო ცნობარი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ, რომელიც უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველს ეხმარება უნივერსიტეტისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის/ფაკულტეტის შერჩევაში, გვიხსნის საგამოცდო პროცედურის პრინციპსა და ფორმას. ცნობარში ყველა უნივერსიტეტს მინიჭებული აქვს თავის კოდი, რომელიც აბიტურიენტს გამოცდებზე რეგისტრაციისას, კერძოდ კი პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალის შედგენისას სჭირდება.
გთავაზობთ გასული წლის აბიტურიენტის ცნობარს: აბიტურიენტის ცნობარი – 2017
ამავე თემაზე:
ტექსტის რედაქტირებაში 2018 წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ
2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
„მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ უნარების ტესტში ანალოგიების ტიპის მარტივი
„რომელი არჩევითი საგნის ჩაბარება ჯობია?“ – აბიტურიენტების კითხვას მაია მიმინოშვილი პასუხობს
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება