როგორ დაანგარიშდება 2026 წლიდან პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება – დეტალები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 15 ოქტომბრის ბრძანებით, დამტკიცდა და ძალაში 2026 წლიდან შევა სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები.
სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები ადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის როგორც საკონტაქტო, ისე არასაკონტაქტო საათების შრომის ანაზღაურების ოდენობის გაცემის წესსა და პირობებს, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში არეგულირებს „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების განსაზღვრას.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა
პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს: ა) საკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სწავლებისთვის განსაზღვრულ საათებსა და ამავე პროგრამის შემადგენელი მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრულ შეფასების საათებს; ბ) არასაკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებელ საათებს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა
პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თუმცა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მინიმალური ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთი ციკლის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯების დეფიციტი. ამასთან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.
პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მისი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად, რომლის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით – მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრული შეფასების საათების რაოდენობა გამრავლებული ოთხზე და დამატებული საკონტაქტო საათების რაოდენობა.
2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების განხორციელების შემთხვევაში პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთა მოიცავს მხოლოდ ჩატარებული საათების რაოდენობას.
ამავე თემაზე:
გაიწერა რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მასწავლებელი – სტანდარტი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება